არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ოთხდღიან საპროტესტო აქციებს აანონსებს
არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ოთხდღიან საპროტესტო აქციებს აანონსებს.
„ოთხი დღე დავრჩებით ქუჩებსა და სკვერებში, ჩვენი მონდომებითა და ნებისყოფით მივაღწევთ გამარჯვებას“, – განაცხადა ბაგრატ გალსტანიანმა, რომელმაც მოუწოდა საპარლამენტო ფრაქციებს, მთავრობის გადაყენების მიზნით სამშაბათს რიგგარეშე სხდომა გამართონ.
ერევნის რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორის, რიჩარდ გირაგოსიანის თქმით, არქიეპისკოპოსის კამპანიას აფერხებს პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობა და მკაფიო სტრატეგიის ან ალტერნატიული ხედვის არარსებობა.
„დემონსტრაციები ჯერ არ უქმნის მთავრობას რაიმე რეალურ გამოწვევას. ესკალაციის ერთადერთი საფრთხე არის უსაფრთხოების ძალების შესაძლო გადაჭარბებული რეაქცია“, – განაცხადა გირაგოსიანმა.
გუშინ ერევნის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და მსვლელობა გამართა.