არქეოლოგიის დოქტორი გიორგი ლაღიაშვილი ღია წერილს ავრცელებს - ეკლესიაზე თავდასხმა, რომელიც ძეგლებზე მზრუნველობით იფუთება
არქეოლოგიის დოქტორი გიორგი ლაღიაშვილი ღია წერილს ავრცელებს - ეკლესიაზე თავდასხმა, რომელიც ძეგლებზე მზრუნველობით იფუთება

არქეოლოგიის დოქტორი გიორ­გი ლა­ღიაშ­ვი­ლი ღია წერილს ავრცელებს, რომლითაც ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ გა­და­ცე­მა­ში გა­სულ სიუ­ჟეტს ეხმაურება. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რი­ლი ეხე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ გა­და­ცე­მა­ში „მე-17 სარ­თუ­ლი“, 2023 წლის 21 მაისს გა­სულ სიუ­ჟეტს. მო­მი­ტე­ვოს „ფორ­მუ­ლამ“, არ ვარ მი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ამ სიუ­ჟეტს კი სულ ახ­ლა­ხან, შემ­თხვე­ვით, სო­ცია­ლურ ქსელ­ში წა­ვაწ­ყდი და ეს არის მი­ზე­ზი წე­რი­ლის მოგ­ვია­ნე­ბით და­წე­რი­სა. სიუ­ჟე­ტის სა­თაუ­რია „მი­შე­ნე­ბა-­და­შე­ნე­ბა კა­ხე­თის ძეგ­ლებ­ზე“. ვი­ნაი­დან ჩე­მი პრო­ფე­სიუ­ლი საქ­მია­ნო­ბა სწო­რედ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის ძეგ­ლებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მო­ვიკ­რი­ბე ნე­ბის­ყო­ფა და რა­ღაც სა­ში­ნე­ლი ვან­და­ლიზ­მის მხი­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში ბო­ლომ­დე ვუ­ყუ­რე ამ სიუ­ჟეტს.

ისე, ვიდრე გა­და­ცე­მის ძი­რი­თა­დი თე­მა­ტი­კის გან­ხილ­ვა­ზე გა­და­ვი­დოდ­ნენ წამ­ყვა­ნე­ბი, და­თო ტუ­რაშ­ვილ­მა მოგ­ვით­ხრო ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და მას­ში ჩა­ძი­რუ­ლი ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ. აქ­ვე იყო საუ­ბა­რი სიო­ნის ბა­ზი­ლი­კა­ზე, რო­მე­ლიც ახალ­მშე­ნებ­ლო­ბის დროს, მი­სი გა­ნად­გუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში სპე­ცია­ლის­ტებ­მა თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფიულ მუ­ზეუმ­ში გად­მოი­ტა­ნეს. და აი, აქ თა­ვი­სი კუ­რიო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით ჩნდე­ბა პი­როვ­ნე­ბა, ვინ­მე ცი­რა ელი­საშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, მოგ­ვია­ნე­ბით, ამ სიუ­ჟე­ტი­სა და წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რი­ლის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­დე­ბა. მოკ­ლედ, ელი­საშ­ვი­ლი (რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე ყო­ფი­ლა) სიო­ნის ბა­ზი­ლი­კას ახა­სია­თებს „გუმ­ბა­თო­ვან ეკ­ლე­სიად“ (?!) და ამ­ბობს, რომ ის კი უნ­და მოე­ცი­ლე­ბი­ნათ ახალ­მშე­ნებ­ლო­ბის ზო­ნი­სათ­ვის, მაგ­რამ იმა­ვე ხეო­ბა­ში უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რად­გან თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფიულ მუ­ზეუმ­ში მი­სი ად­გი­ლი არ არი­სო. ანუ, ძეგ­ლი ავ­თენ­ტუ­რია მხო­ლოდ ივ­რის ხეო­ბი­სათ­ვის და ის თბი­ლის­ში არ უნ­და იდ­გე­სო. უც­ნაუ­რი ლო­გი­კაა… აღ­ნიშ­ნულ მუ­ზეუმ­ში თავ­მოყ­რი­ლია ეთ­ნოგ­რა­ფიუ­ლი და ის­ტო­რიულ­-არ­ქეო­ლო­გიუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. თუ ელი­საშ­ვი­ლის ლო­გი­კას გავ­ყვე­ბით, თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფიულ მუ­ზეუმ­ში არ უნ­და იდ­გას არც მეგ­რუ­ლი ოდა, არც დოლ­მე­ნი აფ­ხა­ზე­თი­დან და სხვა.

მინ­და, შე­ვახ­სე­ნო მკით­ხველს, რომ, ზო­გა­დად, მუ­ზეუ­მი არის სივ­რცე, სა­დაც სხვა­დას­ხვა ეპო­ქი­სა და კულ­ტუ­რის არ­ტე­ფაქ­ტე­ბი (ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა­დას­ხვა გეოგ­რა­ფიუ­ლი არეა­ლი­დან) იყ­რის თავს. ნე­ბის­მიე­რი მუ­ზეუ­მი­სთ­ვის შეუძ­ლე­ბე­ლია რო­მე­ლი­მე ექ­სპო­ნა­ტი „ავ­თენ­ტუ­რი“ იყოს. მინ­და ვკით­ხო ც. ელი­საშ­ვილს: ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზეუ­მის ეგ­ვიპ­ტუ­რი კო­ლექ­ცია ავ­თენ­ტუ­რია ევ­რო­პი­სათ­ვის?

და­ვა­ნე­ბოთ ამას თა­ვი, და ამ წე­რი­ლის მთა­ვარ თე­მა­ტი­კა­ზე გა­და­ვი­დეთ. სიუ­ჟე­ტის ავ­ტო­რი (ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ც. ელი­საშ­ვი­ლი) თა­ვად მოგ­ზაუ­რობს კა­ხეთ­ში, მოივ­ლის რამ­დე­ნი­მე მო­ნას­ტერს, შე­სა­ვალ­ში მოკ­ლედ მი­მოი­ხი­ლავს მათ ის­ტო­რიას და შემ­დეგ გვაც­ნობს თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, თუ რა „სა­ში­ნელ“ მდგო­მა­რეო­ბა­შია ეს ძეგ­ლე­ბი. მო­დით, გავ­ყვეთ ავ­ტორს სა­მოგ­ზაუ­როდ.

 

ალავერდის მონასტერი

ვიწ­ყებთ ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრით. სიუ­ჟე­ტის პირ­ვე­ლი კად­რია ნის­ლია­ნი ხეო­ბა (რო­გორც მივ­ხვდი, კვე­ტე­რის ცი­ხის გა­და­სა­ხე­დი­დან უნ­და იყოს აღე­ბუ­ლი ეს კად­რი) და სუბ­ტიტ­რი: „ნის­ლია­ნი მემ­კვიდ­რეო­ბა“. ჩემ­თვის უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია: მა­ყუ­რე­ბელ­ში უნ­და შეიქ­მნას უი­მე­დო, აპა­თიუ­რი გან­წყო­ბა.

ავ­ტო­რის პირ­ვე­ლი, საყ­ვე­დურ­ნა­რე­ვი გან­ცხა­დე­ბა შეე­ხე­ბა იმას, რომ არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­დან იუ­ნეს­კო­ში ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბის მარ­თვის გეგ­მა, რო­მე­ლიც ხსე­ნე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ციას­თან უნ­და იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი და ამ გეგ­მის მი­ხედ­ვით უნ­და ხდე­ბო­დეს ძეგ­ლებ­ზე სა­მუ­შაოე­ბი. ანუ, მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რეო­ბის საც­დელ ნუს­ხა­ში წარ­დგე­ნილ ძეგ­ლზე არა­ნაი­რი სა­მუ­შაო არ უნ­და გან­ვა­ხორ­ციე­ლოთ, თუ ეს არ შე­ვა­თან­ხმეთ იუ­ნეს­კოს­თან. ამა­ვე გა­და­ცე­მი­დან ვი­გებთ, რომ ნო­მი­ნა­ცია­ზე წარ­დგე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბი, 20 (!) წე­ლია ელო­დე­ბიან პა­სუხს. აქ­ვე ავ­ტო­რი გვამ­ცნობს, რომ ნე­ბის­მიე­რი, თუნ­დაც ძეგ­ლი­სათ­ვის სა­სი­კე­თო სა­მუ­შაო, იუ­ნეს­კოს­თან უნ­და იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი. თან წუხს, თუ ასე არ მო­ვიქ­ცე­ვით, ჩვე­ნი ძეგ­ლე­ბი მათ საც­დელ ნუს­ხა­ში (იმ ნუს­ხა­ში, საი­და­ნაც პა­სუხს 20 წე­ლია ვე­ლით!) ვერ მოხ­ვდე­ბია­ნო და ეს ლა­მის ტრა­გე­დიად მიაჩ­ნია. ავ­ტორს მინ­და ვუთ­ხრა, რომ ალა­ვერ­დი არ­სე­ბობ­და იუ­ნეს­კომ­დეც და იარ­სე­ბებს მის შემ­დე­გაც და სუ­ლაც არაა ტრა­გე­დია, თუ რო­მე­ლი­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ციის რო­მე­ლი­ღაც სია­ში არ იქ­ნე­ბა (იქ­ნებ, პი­რი­ქით, უკე­თე­სიც იყოს). ეს ორ­გა­ნი­ზა­ციე­ბი თუ ნუს­ხე­ბი იქ­მნე­ბიან და იშ­ლე­ბიან, ალა­ვერ­დი კი რჩე­ბა… გარ­და ამი­სა, რა უბე­დუ­რე­ბაა ჩვე­ნი ყვე­ლა ნა­ბი­ჯის (ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ ძეგ­ლთა დაც­ვის სფე­როს) უც­ხოელ პარ­ტნიო­რებ­თან (თუ პატ­რო­ნებ­თან) შე­თან­ხმე­ბა, რა მო­ნუ­რი იდეო­ლო­გია გა­საზ­რდოებთ, ვინ მოგ­წამ­ლათ ასე? რა გა­მო­დის: არ ვი­ცით, იუ­ნეს­კოს ძეგ­ლი შეაქვს თუ არა ნუს­ხა­ში, პა­სუ­ხიც არ გვაქვს და მაინც მი­ნი­მუმ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ხე­ლი არ უნ­და ვახ­ლოთ, თუნ­დაც ინ­გრეო­დეს (?!). აქ პა­ტა­რა გა­დახ­ვე­ვა მინ­და გა­ვა­კე­თო: მკით­ხვე­ლო, ეს ხომ არ გა­გო­ნებს ნაც­ნობ სი­ტუა­ციას სხვა ას­პექ­ტში, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია­ში გა­წევ­რია­ნე­ბის მრა­ვალ­წლია­ნი მცდე­ლო­ბით ამ ორ­გა­ნი­ზა­ციე­ბის წი­ნა­შე მხო­ლოდ კა­ბა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვი­ღებთ არაფ­რის სა­ნაც­ვლოდ? ისიც ცალ­კე მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია, იუ­ნეს­კოს საც­დელ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნა რა სარ­გე­ბელს („სარ­გე­ბელ­ში“ ამ­ჟა­მად ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ მათ დაც­ვა-­შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას) მოუ­ტანს ჩვენს ძეგ­ლებს. ავ­ტო­რის ლო­გი­კით გა­მო­დის, რომ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ალა­ვერ­დში არა­ფე­რი უნ­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ნო­ლო­გის ეს ნა­წი­ლი ჩა­წე­რი­ლია ტაძ­რის ეზო­ში გა­მო­ფე­ნი­ლი იმ ბა­ნე­რე­ბის ფონ­ზე, სა­დაც ასა­ხუ­ლია, თუ რა მდგო­მა­რეო­ბა­ში იყო ალა­ვერ­დი იმა­ვე 20 წლის წინ და რა მდგო­მა­რეო­ბაა ახ­ლა… რას ვი­ზამთ, ქარ­თუ­ლი ან­და­ზის არ იყოს: „თუ კაცს არ უნ­და, რი­ყე­ზე ქვას ვერ ხე­დავს“…

ავ­ტო­რის შემ­დე­გი საყ­ვე­დუ­რი ეხე­ბა ტაძ­რის და­სავ­ლე­თით და­ლა­გე­ბულ საფ­ლა­ვის ქვებს. აქაც ქარ­თუ­ლი ან­და­ზა მახ­სენ­დე­ბა: „მი­ზეზ­-მი­ზეზ დოს მა­რი­ლი აკ­ლიაო“. მკით­ხვე­ლი­სათ­ვის ნა­თე­ლი რომ გავ­ხა­დო, თუ რა­ზეა საუ­ბა­რი, მოკ­ლედ მო­ვუთ­ხრობ ამ ქვე­ბის ის­ტო­რიას:

ტაძ­რი­დან და­სავ­ლე­თით, 20-30 მეტ­რის და­შო­რე­ბით გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცია­ლუ­რი ად­გი­ლი, სა­დაც XIX საუ­კუ­ნის 60-მდე საფ­ლა­ვის ქვაა და­ლა­გე­ბუ­ლი. ეს ქვე­ბი ათ­წლეუ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ტაძ­რის ეზო­ში იყო გა­ფან­ტუ­ლი, ბა­ლა­ხი­თა და ხავ­სით და­ფა­რუ­ლი. ალა­ვერ­დში სხვა­დას­ხვა დროს წარ­მოე­ბულ­მა არ­ქეო­ლო­გიურ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ისი­ნი ად­გილ­ნაც­ვა­ლი იყო, ანუ ეკუთ­ვნო­და უკ­ვე და­კარ­გულ საფ­ლა­ვებს და ქვე­ბის ქვეშ ნეშ­ტე­ბი არ დას­ტურ­დე­ბო­და. იმი­სათ­ვის, რომ საფ­ლა­ვის ქვე­ბი სა­ბო­ლოოდ არ და­კარ­გუ­ლი­ყო, ისი­ნი შეიკ­რი­ბა, და­ლაგ­და სპე­ცია­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ, თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილ­ზე. მოხ­და თი­თოეუ­ლი მათ­გა­ნის აღ­წე­რა, ეპი­ტა­ფიე­ბის ტექ­სტე­ბის გად­მო­ღე­ბა. იმის გა­მო, რომ საფ­ლა­ვის ქვე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი გა­მო­ქა­რუ­ლია, შეუია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით მათ­ზე ეპი­ტა­ფიის გარ­ჩე­ვა ჭირს. ამი­ტომ, მომ­ზად­და ეპი­ტა­ფიე­ბი­სა და ქვებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჩუ­ქურ­თმე­ბის გრა­ფი­კუ­ლი ას­ლე­ბი. ეპი­ტა­ფია­თა­გან ბევ­რი ხალ­ხუ­რი პოე­ზიის, ხო­ლო ჩუ­ქურ­თმე­ბი – ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია; თა­ვად ეპი­ტა­ფიე­ბი კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საის­ტო­რიო წყა­როა კა­ხე­თის გვარ­თა გე­ნეა­ლო­გიის საკ­ვლე­ვად. გრა­ფი­კუ­ლი ას­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბით ისი­ნი გა­დაურ­ჩნენ უკ­ვა­ლოდ გაქ­რო­ბას. ერ­თ-ერთ საფ­ლა­ვის ქვა­ზე, რო­მე­ლიც სა­სუ­ლიე­რო პირს ეკუთ­ვნო­და, ამო­ვი­კით­ხეთ ძა­ლიან ღრმა ში­ნაარ­სის მქო­ნე პა­ტა­რა ლექ­სი, რო­მელ­საც, ვფიქ­რობ, ნე­ბის­მიე­რი დი­დი პოე­ტი მოა­წერ­და ხელს:

„ცის მა­გიერ მფა­რავს მი­წა, ვმად­ლობ მა­სა ვინც მა­მი­წა

წარ­მკით­ხველ­ნო გთხოვთ ვედ­რე­ბით, ღირს მყოთ თქვენ­გან მოხ­სე­ნე­ბით

იცით მეც ვი­ყა­ვი თქვე­ნებრ, ერთ დროს თქვენც იქ­ნე­ბით ჩე­მებრ“.

ეპი­ტა­ფიებ­ზე ამო­კით­ხუ­ლი გვარ­-სა­ხე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ციის მიზ­ნით, თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აწ გარ­დაც­ვლი­ლი პრო­ფე­სო­რი – თეი­მუ­რაზ ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შაობ­და ცენ­ტრა­ლურ საის­ტო­რიო არ­ქივ­ში. უზარ­მა­ზა­რი საარ­ქი­ვო მა­სა­ლა და­მუ­შავ­და ამ საფ­ლა­ვე­ბის პატ­რო­ნე­ბი­სა და ზო­გა­დად, ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის ეზო­ში დაკ­რძა­ლულ პირ­თა ვი­ნაო­ბის მო­ძიე­ბი­სათ­ვის.

მთე­ლი ეს მა­სა­ლა, დაწ­ყე­ბუ­ლი ეპი­ტა­ფიე­ბის გრა­ფი­კუ­ლი ას­ლე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი საარ­ქი­ვო მო­ნა­ცე­მე­ბით, ცალ­კე კა­ტა­ლო­გად გა­მოი­ცა („ა­ლა­ვერ­დის ნეკ­რო­პო­ლის წარ­წე­რე­ბი“, ავ­ტორ­თა კო­ლექ­ტი­ვი, თბ., 2020 წ.) და ნე­ბის­მიერ დაინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მიანს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს გაეც­ნოს.

ამ­რი­გად, საფ­ლა­ვის ქვე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, კვლე­ვა, პატ­რო­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მოხ­სე­ნიე­ბა სიუ­ჟეტ­ში ვან­და­ლიზ­მად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი, ხო­ლო მა­თი ტე­რი­ტო­რია­ზე გა­ფან­ტვა (თა­ნაც, რო­გორც ვთქვი, ეს ქვე­ბი და­კარ­გულ საფ­ლა­ვებს ეკუთ­ვნო­და და მათ ქვეშ ნეშ­ტი არ დას­ტურ­დე­ბო­და), ბა­ლა­ხი­თა და ბუჩ­ქნა­რით და­ფარ­ვა და, სა­ბო­ლოოდ, უკ­ვა­ლოდ გაქ­რო­ბა – ავ­თენ­ტუ­რი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბად. აქ, ვფიქ­რობ, მე­ტი კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია.

 

ახალი შუამთის მონასტერი

შემ­დე­გი „გა­ჩე­რე­ბაა“ ახა­ლი შუამ­თის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი. აქ პირ­ვე­ლი პრო­ტეს­ტი ავ­ტორს უჩ­ნდე­ბა ტაძ­რის აღ­დგე­ნილ სტოას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იგი აც­ხა­დებს: „ად­რე ტაძ­რის შე­სას­ვლელ­თან უკა­ნო­ნო ფარ­დუ­ლი იდ­გა, ახ­ლა კი ეს მი­ნა­შე­ნი დამ­ხვდა“ (ხაზ­გას­მა ყველ­გან ჩე­მია – გ.ლ.). ისე, სა­ნამ ავ­ტო­რის ამ ცი­ტა­ტას გან­ვიხ­ილავ­დე, ცნო­ბი­სათ­ვის, მკით­ხველ­მა რომ იცო­დეს, 2019-2022 წლებ­ში ახა­ლი შუამ­თის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს ჩაუ­ტარ­და სა­ფუძ­ვლია­ნი რეს­ტავ­რა­ცია: აღ­დგა ხსე­ნე­ბუ­ლი სტოა, გაიწ­მინ­და და გა­მაგ­რდა ფრეს­კე­ბი, მოი­გო ახა­ლი ია­ტა­კი, შეიც­ვა­ლა სა­ხუ­რა­ვი. ყვე­ლა ეს სა­მუ­შაო ეფუძ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მის კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით მომ­ზა­დე­ბულ პროექტს, რო­მე­ლიც დაამ­ტკი­ცა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის საბ­ჭომ და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი საა­გენ­ტოს მიერ გა­ცე­მუ­ლი იქ­ნა სა­მუ­შაოე­ბის წარ­მოე­ბის ნე­ბარ­თვა.

ახ­ლა გან­ვი­ხი­ლოთ სა­კით­ხი, რას წარ­მოად­გენს ავ­ტო­რი­სეუ­ლი „უ­კა­ნო­ნო ფარ­დუ­ლი“ და „მი­ნა­შე­ნი“? ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი რეს­ტავ­რა­ციის პრო­ცეს­ში, ტაძ­რის და­სავ­ლეთ ფა­სად­თან მოწ­ყო­ბი­ლი იყო ხის მსუ­ბუ­ქი კონ­სტრუქ­ციის დროე­ბი­თი გა­და­ხურ­ვა – ის ტაძ­რის შე­სას­ვლელ­სა და ფა­სადს იცავ­და ნა­ლე­ქე­ბი­სა­გან, რეს­ტავ­რა­ციის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი აი­ღეს. სა­რეს­ტავ­რა­ციო და კვლე­ვი­თი სა­მუ­შაოე­ბის პრო­ცეს­ში, მსგავ­სი დროე­ბი­თი სა­კონ­სერ­ვა­ციო გა­და­ხურ­ვე­ბის მოწ­ყო­ბა, ჩვეუ­ლებ­რივ, მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. ეს ყვე­ლამ იცის, ვი­საც კი შე­ხე­ბა ჰქო­ნია ამ სფე­როს­თან და, წე­სით, სიუ­ჟე­ტის ავ­ტორ­მაც უნ­და იცო­დეს. მი­სი „უ­კა­ნო­ნო ფარ­დუ­ლად“ მოხ­სე­ნე­ბა სა­კით­ხში ნაკ­ლე­ბად გათ­ვით­ცნო­ბიე­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მით უფ­რო, რომ ის ვერ იქ­ნე­ბო­და უკა­ნო­ნო, რად­გან ამ სა­მუ­შაოებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვა იყო გა­ცე­მუ­ლი. ასე, რომ სიუ­ჟე­ტის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში ავ­ტო­რი მა­ყუ­რე­ბელს უბ­რა­ლოდ ატ­ყუებს.

რაც შეე­ხე­ბა ც. ელი­საშ­ვი­ლის პრო­ტეს­ტის ობიექტს – სტოას (ტაძ­რის სამ­მხრი­ვი გარ­სშე­მო­სავ­ლე­ლი) –XIX საუ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბამ­დე იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მას აღ­წერს ყვე­ლა მკვლე­ვარ­-მოგ­ზაუ­რი, ვი­საც კი იმ დროს შუამ­თა მოუ­ნა­ხუ­ლე­ბია: ალექ­სეი მუ­რა­ვიო­ვი, მა­რი ბრო­სე, პლა­ტონ იო­სე­ლია­ნი და სხვ. იმა­ვე ხა­ნებ­ში ტო­პოგ­რაფ­მა მუს­ლოვ­მა შეას­რუ­ლა მი­სი ნა­ხა­ზიც. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ იმ დროს­ვე სტოა ძლიერ და­ზია­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, ხო­ლო 1855-1860 წლებ­ში საერ­თოდ მოუშ­ლიათ. ტაძ­რის სრუ­ლი მხატ­ვრუ­ლი გააზ­რე­ბი­სათ­ვის ეს სტოა იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ აკად. გიორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვილ­მა თა­ვის ცნო­ბილ ნაშ­რომ­ში – „Архитектура Кахетии“ – მუს­ლო­ვის ნა­ხა­ზებ­ზე დაყ­რდნო­ბით მოახ­დი­ნა მი­სი გრა­ფი­კუ­ლი რე­კონ­სტრუქ­ცია (გეგ­მის დო­ნე­ზე) და ტა­ძარ­თან ერთ მთლია­ნო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლა. აკად. გიორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის დროს სტოა უკ­ვე მი­წის პი­რამ­დე იყო დან­გრეუ­ლი. თუმ­ცა, ახა­ლი შუამ­თის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ყვე­ლა მკვლე­ვა­რი ტაძ­რის მთლია­ნი მხატ­ვრულ­-სტი­ლის­ტუ­რი გააზ­რე­ბი­სათ­ვის მას უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და. აი, რას წერს ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძ­ღვრე­ბის კი­დევ ერ­თი ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი, აკად. ვახ­ტანგ ბე­რი­ძე: „სტოა ერთ მთლიან სა­ფე­ხურს შეად­გენ­და ეკ­ლე­სიის გარ­შე­მო, უფ­რო დას­რუ­ლე­ბულ­სა და მო­ნუ­მენ­ტურ იერს ანი­ჭებ­და მთელ ნა­გე­ბო­ბას და, იმა­ვე დროს, აწო­ნას­წო­რებ­და მის შვეულ აზი­დუ­ლო­ბას“. ამ­რი­გად, ტაძ­რის სრუ­ლი გეგ­მის გააზ­რე­ბი­სა და სივ­რცუ­ლი აღ­ქმი­სათ­ვის სტოას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო XX საუ­კუ­ნის მკვლე­ვრე­ბი­სათ­ვის და ვი­ნაი­დან ის იმ ხა­ნე­ბი­სათ­ვის დან­გრეუ­ლი იყო, ამას მხო­ლოდ მუს­ლო­ვის ნა­ხა­ზე­ბის მოშ­ვე­ლიე­ბით ახერ­ხებ­დნენ. მად­ლო­ბა ღმერთს, სტოა ახ­ლა უკ­ვე სრუ­ლად აღ­დგე­ნი­ლია იმა­ვე ნა­ხა­ზე­ბის მი­ხედ­ვით.

ტაძ­რის სტოას ის­ტო­რიის ეს მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა იმი­სათ­ვის დამ­ჭირ­და, რომ სიუ­ჟეტ­ში ც. ელი­საშ­ვი­ლი აშ­კა­რად უკ­მა­ყო­ფი­ლოა მი­სი აღ­დგე­ნით და აც­ხა­დებს: „ეკ­ლე­სია მი­ნა­შე­ნის (ი­გუ­ლის­ხმე­ბა სტოა – გ.ლ.) აღ­დგე­ნას იმით ამარ­თლებს, რომ თურ­მე ად­რე აქ ეს ნა­გე­ბო­ბა იდ­გაო“. ფრა­ზა: „ეკ­ლე­სია აღ­დგე­ნას იმით ამარ­თლებს…“ ამ შემ­თხვე­ვა­ში შეუ­სა­ბა­მოა. თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი ეკ­ლე­სიას არა­ფე­რი აქვს, რად­გან სტოას აღ­დგე­ნა რო­მე­ლი­მე სა­სუ­ლიე­რო პი­რის ახი­რე­ბა კი არა, ტაძ­რის თავ­და­პირ­ვე­ლი ხუ­როთ­მოძ­ღვრუ­ლი სა­ხის აღ­დგე­ნი­სა­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და ავ­ტო­რი ამას თუ ვერ აა­ნა­ლი­ზებს, მის დიდ კო­ლე­გებს, აკად. გიორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვილს და ვახ­ტანგ ბე­რი­ძეს მაინც დაუ­ჯე­როს.

ჩემს ყუ­რად­ღე­ბას იპ­ყრობს ისიც, რომ ავ­ტო­რი სიუ­ჟეტ­ში სტოას ყველ­გან „მი­ნა­შე­ნად“ იხ­სე­ნიებს. შეუძ­ლე­ბე­ლია ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნემ არ იცო­დეს, რომ ტერ­მინ მი­ნა­შენს სულ სხვა ში­ნაარ­სობ­რი­ვი დატ­ვირ­თვა აქვს. სტოას ამ­გვა­რად მოხ­სე­ნე­ბით მა­ყუ­რე­ბელ­ში იბა­დე­ბა აღ­ქმა, რომ ტა­ძარს რა­ღაც მია­შე­ნეს უკა­ნო­ნოდ. ეს კი ეხ­მია­ნე­ბა სიუ­ჟე­ტის სა­თაუ­რის პა­თოსს – ესეც შე­ნი „მი­შე­ნე­ბა-­და­შე­ნე­ბა“.

ც. ელი­საშ­ვი­ლის შემ­დეგ შე­ნიშ­ვნას იწ­ვევს გა­ლა­ვა­ნი, რო­მე­ლიც ტაძ­რის ეზო­სა და სე­ნა­კებს ერ­თმა­ნე­თი­სა­გან ყოფს. მი­სი აზ­რით, ის „აკ­ნი­ნებს“ ტა­ძარს და აუა­რე­სებს მის აღ­ქმას. XIX საუ­კუ­ნის დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ჩანს, რომ ტა­ძარს ირ­გვლივ გა­ლა­ვა­ნი აკ­რავ­და. ის, რა თქმა უნ­და, არა აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რიო­დის, არა­მედ უფ­რო ად­რეუ­ლი იქ­ნე­ბო­და; იმ დროის, რო­დე­საც ჟამ­თა სია­ვის გა­მო კა­ხეთ­ში ყვე­ლას, ერ­სა თუ ბერს გა­მუდ­მე­ბით უწევ­და მომ­ხდურ­თან ბრძო­ლა. ეს გა­ლა­ვა­ნი XX საუ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ჩანს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, რად­გან ამ დროი­დან მას­ზე აღარც წე­რი­ლო­ბით წყა­როებ­ში იძებ­ნე­ბა ცნო­ბა და არც ფო­ტო საარ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში ჩანს. მი­სი მცი­რე ნაშ­თე­ბი კი დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. საერ­თოდ, ახა­ლი შუამ­თის აღ­ქმა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მია­ნის ცნო­ბიე­რე­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და XX საუ­კუ­ნის მეო­რე ნა­ხევ­რის სი­ტუა­ციის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც აღარ არ­სე­ბობ­და სტოა, ეკ­ლე­სიის გა­ლა­ვა­ნი და სხვა სა­მო­ნას­ტრო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა, ხო­ლო გა­რე­მოს დო­მი­ნანტს წარ­მოად­გენ­და შვეუ­ლად აზი­დუ­ლი ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი (სტოას დან­გრე­ვამ და გა­ლავ­ნის მოშ­ლამ მის ვერ­ტი­კა­ლო­ბას კი­დევ უფ­რო გაუს­ვა ხა­ზი). თუმ­ცა, არ­სე­ბობს შუამ­თის მო­ნას­ტრის 1881 წლის ფო­ტო, გა­და­ღე­ბუ­ლი ბელ­გიე­ლი მოგ­ზაუ­რი ქა­ლის, კარ­ლა სე­რე­ნას მიერ. ამ ფო­ტოს მი­ხედ­ვით შუამ­თის მო­ნას­ტრის ნა­ხა­ტი შექ­მნა მხატ­ვარ­მა ტაი­ლორ­მა. ამ მა­სა­ლებ­ში არ ჩანს ტაძ­რის უპი­რო­ბო დო­მი­ნი­რე­ბა. აქ ვხე­დავთ გა­ლა­ვანს, სამ­რეკ­ლოს, სა­წი­ნამ­ძღვრო სახ­ლსა და სხვა­დას­ხვა სა­მო­ნას­ტრო ნა­გე­ბო­ბას, რომ­ლე­ბიც ირ­გვლივ აკ­რავს ტა­ძარს. ანუ, რო­დე­საც მო­ნას­ტე­რი მოქ­მე­დია, მას თა­ვი­სი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა. და რა ვქნათ ახ­ლა, ც. ელი­საშ­ვილ­მა რომ კარ­გად აღიქ­ვას ტა­ძა­რი, და­ვუბ­რუ­ნოთ ის XX საუ­კუ­ნის მდგო­მა­რეო­ბას: და­ვან­გრიოთ სტოა, მოვ­შა­ლოთ გა­ლა­ვა­ნი, სა­მო­ნას­ტრო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა და იქ წვე­ნე­ბის ქარ­ხა­ნა გავ­ხსნათ (დიახ, ერთ დროს იქ წვე­ნე­ბის ქარ­ხა­ნა ფუნ­ქციო­ნი­რებ­და)?!

გა­მიკ­ვირ­და, ავ­ტორ­მა რა­ტომ არა­ფე­რი თქვა ტაძ­რის ახალ სა­ხუ­რავ­ზე (2022 წელს გა­დაი­ხუ­რა სპი­ლენ­ძით). მაგ­რამ, მა­ლე­ვე ჩემს გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა­ზე გა­მე­ცი­ნა და აი, რა­ტომ: XIX საუ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არაერთ დო­კუ­მენ­ტშია საუ­ბა­რი ტა­ძარ­ში წყლის ჩა­დი­ნე­ბა­ზე. შეიძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს ახა­ლი შუამ­თის ას­წლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა იყო, რო­მე­ლიც ახ­ლა აღ­მოიფ­ხვრა. და მო­ნას­ტერ­ში მი­სულ­მა ადა­მიან­მა, ვი­სი მი­ზა­ნიც არის სი­ტუა­ციის ისე წარ­მო­ჩე­ნა, თით­ქოს ნად­გურ­დე­ბა და პარ­ტახ­დე­ბა ძეგ­ლი, სა­სი­კე­თო საქ­მე­ზე რა­ტომ უნ­და დაძ­რას სიტ­ყვა? ეს არა მხო­ლოდ ავ­ტო­რის, ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი „ჟურ­ნა­ლის­ტი­კის“ პრობ­ლე­მაა.

 

ძველი შუამთის მონასტერი

გა­და­ვი­ნაც­ვლოთ ძვე­ლი შუამ­თის მო­ნას­ტერ­ში. აქ ავ­ტო­რის აღ­შფო­თე­ბა ალა­ყა­ფის კა­რი­დან იწ­ყე­ბა. მი­ზე­ზი ჭიშ­კრი­დან ტაძ­რამ­დე და­გე­ბუ­ლი ქვის ბი­ლი­კი და კი­ბეა. მი­სი სიტ­ყვით, ძვე­ლი შუამ­თის მთა­ვა­რი ხიბ­ლი აქ არ­სე­ბუ­ლი მწვა­ნე მინ­დო­რი და ხელ­შეუ­ხე­ბე­ლი გა­რე­მო იყო. მე მაო­ცებს ავ­ტო­რის უვი­ცო­ბა – არა მხო­ლოდ ძვე­ლი შუამ­თის, არა­მედ ყვე­ლა იმ ძეგ­ლის მი­მართ, რომ­ლე­ბიც სიუ­ჟეტ­შია გა­შუ­ქე­ბუ­ლი. ელე­მენ­ტა­რუ­ლი წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ციის მო­ძიე­ბის გა­რე­შე, იმის ცოდ­ნის გა­რე­შე, თუ რა გა­კეთ­და და რა­ტომ გა­კეთ­და, გვე­საუბ­რე­ბა თა­ვის აღ­ქმებ­ზე. რაც შეე­ხე­ბა მი­სი აღ­შფო­თე­ბის ობიექტს, ქვის ბი­ლიკ­სა და კი­ბეს. ჯერ ერ­თი, ეს არის ელე­მენ­ტა­რუ­ლი მო­წეს­რი­გე­ბა ტაძ­რი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზი­სა, რა­თა მომ­ლოც­ველ­მა თუ ტუ­რის­ტმა მო­ლი­პულ ფერ­დობ­ზე ტა­ლახ­ში არ ია­როს. გარ­და ამი­სა, ის „ხელ­შეუ­ხე­ბე­ლი მწვა­ნე მინ­დო­რი“, რო­მელ­საც ასე­თი სენ­ტი­მენ­ტე­ბით იხ­სე­ნებს, წარ­მოად­გენ­და ჭიშ­კრი­დან ტაძ­რი­სა­კენ და­ქა­ნე­ბულ ფერ­დობს. აქე­დან ჩა­მო­რეც­ხი­ლი წვი­მი­სა თუ თოვ­ლის ნად­ნო­ბი წყა­ლი პირ­და­პირ ტა­ძარ­ში შე­დიო­და. ამი­ტომ მოხ­და ფერ­დო­ბის და­ტე­რა­სე­ბა (რო­მელ­საც ის „სექ­ტო­რე­ბად და­ყო­ფას“ უწო­დებს) და ამ გზით ნა­ლე­ქე­ბის წყლის გა­დაყ­ვა­ნა გვერ­დით ჩა­მომ­დი­ნა­რე ბუ­ნებ­რივ ღე­ლე­ში. ამით აღ­მოიფ­ხვრა ნა­ლე­ქე­ბის მუდ­მი­ვი კონ­ცენ­ტრა­ცია სა­ტაძ­რო კომ­პლექ­სის ირ­გვლივ. ფერ­დო­ბის და­ტე­რა­სე­ბამ კი ბუ­ნებ­რი­ვად გაა­ჩი­ნა ორ­-სამ სა­ფე­ხუ­რია­ნი კი­ბეე­ბის მოწ­ყო­ბის სა­ჭი­როე­ბა. აი, ასე, ელი­საშ­ვი­ლის აღ­ქმა რომ არ დაირ­ღვეს, ტა­ძარ­ზე თურ­მე ნიაღ­ვა­რი უნ­და მი­ვუშ­ვათ.

ზე­მოთ ვახ­სე­ნე ავ­ტო­რის მიერ წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ციის მო­ძიე­ბის გა­რე­შე სიუ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბა. ეს ვლინ­დე­ბა რო­გორც ტექ­ნი­კურ, ისე სა­მეც­ნიე­რო სა­კით­ხებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას. მა­გა­ლი­თად, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტო­ნით მოგ­ვით­ხრობს, რომ „ძველ­მა შუამ­თამ XVI საუ­კუ­ნე­ში ფუნ­ქციო­ნი­რე­ბა შეწ­ყვი­ტა და ამის შემ­დეგ აშენ­და ახა­ლი შუამ­თა“. მან არ იცის, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ძველ შუამ­თა­ში წარ­მოე­ბულ­მა არ­ქეო­ლო­გიურ­მა სა­მუ­შაოებ­მა ეს თე­ზი­სი დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნა. ირ­კვე­ვა, რომ XVI საუ­კუ­ნე­ში მო­ნას­ტერ­მა არა­თუ ფუნ­ქციო­ნი­რე­ბა შეწ­ყვი­ტა, არა­მედ იმ დროს მას რეს­ტავ­რა­ციაც კი ჩაუ­ტარ­და. ახალ სა­მეც­ნიე­რო მო­ნა­ცე­მებს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ჯერ კი­დევ აკად. ექ­ვთი­მე თა­ყაიშ­ვი­ლი დი­დი გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტაძ­რის ფრეს­კებს XVI საუ­კუ­ნით ათა­რი­ღებ­და. ანუ, რა გა­მო­დის, გაუქ­მე­ბუ­ლი ტა­ძა­რი მოი­ხა­ტა? თუმ­ცა, ან ძვე­ლი ან ახა­ლი სა­მეც­ნიე­რო ინ­ფორ­მა­ციის ცოდ­ნას რას ვთხოვ ადა­მიანს, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­სა­ჟი რეა­ლუ­რი ის­ტო­რიუ­ლი ფაქ­ტი ჰგო­ნია და ამა­ზე ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებ, მკით­ხვე­ლო.

აქ­ვე, ავ­ტო­რი გვე­საუბ­რე­ბა ძეგ­ლე­ბი­სათ­ვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზ­ღვრულ ვი­ზუა­ლუ­რი დაც­ვის არეალ­ზე (ი­სე, ცნო­ბი­სათ­ვის, ძვე­ლი შუამ­თის კა­ტე­გო­რიის ძეგ­ლე­ბი­სათ­ვის ვი­ზუა­ლუ­რი დაც­ვის არეა­ლია 500 მეტ­რის რა­დიუ­სი). მა­ყუ­რე­ბელს უჩ­ნდე­ბა მო­ლო­დი­ნი, რომ ძვე­ლი შუამ­თის დაც­ვის არეალ­ში რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა, შენ­დე­ბა გი­გან­ტუ­რი კორ­პუ­სე­ბი ან სხვა რამ …და კად­რში შე­მო­დის მინ­დორ­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი ფუტ­კრის რამ­დე­ნი­მე სკა და კარ­ტო­ფი­ლის ნა­თე­სი… კადრს ავ­ტო­რის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტო­ნით ნათ­ქვა­მი ადევს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ამის გა­კე­თე­ბა აკ­რძა­ლუ­ლიაო. ახ­ლა ჩა­ვი­ხე­დოთ კა­ნონ­ში და ვნა­ხოთ, აკ­რძა­ლუ­ლია თუ არა ძეგ­ლის ვი­ზუა­ლუ­რი დაც­ვის არეალ­ში კარ­ტო­ფი­ლის და­თეს­ვა ან სკის დად­გმა: „ვი­ზუა­ლუ­რი დაც­ვის არეალ­ში აკ­რძა­ლუ­ლია იმ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დაა­ზია­ნებს ძეგ­ლის ის­ტო­რიუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ გა­რე­მოს, ხელს შეუშ­ლის ძეგ­ლის ოპ­ტი­მა­ლურ ხედ­ვას, მის სრულ­ფა­სო­ვან აღ­ქმას ან შეამ­ცი­რებს მის მნიშ­ვნე­ლო­ბას“ (სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის შე­სა­ხებ, თა­ვი VIII, მუხ­ლი 36/6). მე ვე­კით­ხე­ბი ავ­ტორს, ტაძ­რი­დან რამ­დე­ნი­მე ასეუ­ლი მეტ­რის და­შო­რე­ბით დად­გმუ­ლი რო­მე­ლი სკა აზია­ნებს ის­ტო­რიუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ გა­რე­მოს და ხელს უშ­ლის ძეგ­ლის აღ­ქმას? თუმ­ცა არა, შე­მე­შა­ლა, მის­თვის ეს შე­კით­ხვა არ უნ­და და­მეს­ვა. მას ხომ ისე­თი ფა­ქი­ზი აღ­ქმე­ბი აქვს, რომ ოღონდ ისი­ნი არ დაერ­ღვეს, წყალ­საც წაუ­ღია ძეგ­ლი!

აი, ეს ძეგ­ლე­ბის მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე ავ­ტო­რი აქ­ვე საყ­ვე­დუ­რობს ალა­ვერ­დის ეპარ­ქიას, სოფ. ზე­მო ხო­და­შენ­ში (ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) მდე­ბა­რე მე-12 საუ­კუ­ნის ტა­ძა­რი ინ­გრე­ვა და იმა­ვე სო­ფელ­ში ახალ ეკ­ლე­სიას აშე­ნე­ბე­ნო. აქაც მა­ყუ­რებ­ლის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. კერ­ძოდ, აი, რა­შია საქ­მე: ეს დან­გრე­ვის პი­რას მყო­ფი ტა­ძა­რი არ მდე­ბა­რეობს ხსე­ნე­ბულ სო­ფელ­ში. ის დგას გომ­ბო­რის ქედ­ზე, სოფ­ლი­დან დაახ­ლოე­ბით 10-15 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, ტყე­ში. გზა იმ­დე­ნად მიუ­ვა­ლია, რომ იქ მო­სახ­ვედ­რად ერ­თდღია­ნი პა­ტა­რა ექ­სპე­დი­ცია უნ­და და­გეგ­მო. სო­ფელს კი სამ­რევ­ლო ეკ­ლე­სია სჭირ­დე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი წირ­ვა-­ლოც­ვის­თვის. სხვა­თა შო­რის, თა­ვად ავ­ტორ­საც ვერ მოუ­ხერ­ხე­ბია იქ მის­ვლა და კად­რში მხო­ლოდ ტაძ­რის ფო­ტოებს გვიჩ­ვე­ნებს.

ახ­ლა და­ვუკ­ვირ­დეთ ავ­ტო­რის ლო­გი­კას: ცო­ტა ხნის წინ აღ­შფოთ­და, შუამ­თა­ში ჭიშ­კრი­დან ტაძ­რამ­დე მი­სას­ვლე­ლი ბი­ლი­კის გა­მო ძეგ­ლის აღ­ქმა მი­ჭირ­სო და იმ მთა­ში რომ ტაძ­რამ­დე მი­სას­ვლე­ლი 10 კი­ლო­მეტ­რია­ნი გზა გაიყ­ვა­ნონ (რაც თა­ვის­თა­ვად სჭირ­დე­ბა რეს­ტავ­რა­ციას), ხომ გა­ფუჭ­და ძეგ­ლის გა­რე­მო, ხომ დაერ­ღვა ჩემს ავ­ტორს აღ­ქმე­ბი და ხომ და­ვი­ღუ­პეთ საერ­თოდ? საო­ცა­რია, ადა­მია­ნი, რო­მე­ლიც მოვ­ლილ და რეს­ტავ­რი­რე­ბულ მო­ნას­ტრებ­ში და­დის, აკ­რი­ტი­კებს ეკ­ლე­სიას, ეს არ შეიძ­ლე­ბა, ძეგ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა ირ­ღვე­ვაო, და იგი­ვე ადა­მია­ნი ისევ ეკ­ლე­სიას საყ­ვე­დუ­რობს იმის გა­მო, ტყე­ში მიუ­ვა­ლი ტაძ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ციას რა­ტომ არ აკე­თებ­თო!

გა­და­ვი­ნაც­ვლოთ კვე­ტე­რა­ზე. აქ ავ­ტო­რი ბევრს ვე­რა­ფერს აკ­რი­ტი­კებს (ალ­ბათ იმი­ტომ, რომ აქ მო­ნას­ტე­რი არ არის), ეკ­ლე­სიის რამ­დე­ნი­მე გა­ტე­ხილ კრა­მიტ­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს და ბო­ლოს „შემ­კვრე­ლი“ მო­ნო­ლო­გით ას­რუ­ლებს სიუ­ჟეტს. ამ ნა­წილ­ში ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბა მიიპ­ყრო კვე­ტე­რის ის­ტო­რიის თხრო­ბი­სას მის­მა და­ჟი­ნე­ბულ­მა მტკი­ცე­ბამ – კო­ლონ­კე­ლი­ძეე­ბის რე­ზი­დენ­ცია იყო ესო (ა­მას რა­მ­დე­ნ­ჯერმე იმეო­რებს)?! ნუ, ახ­ლა ასე­თი „სპე­ცია­ლის­ტის“ ნათ­ქვამ­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ეს ოხე­რი ის­ტო­რიუ­ლი წყა­როე­ბი: კო­ლონ­კე­ლის­ძე­ნი, პა­ტივ­ცე­მუ­ლო „პრო­ფე­სიო­ნა­ლო“, ხორ­ნა­ბუ­ჯის ერის­თა­ვე­ბი იყ­ვნენ, მათ კვე­ტე­რას­თან არა­ნაი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნიათ, გარ­და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დიას რო­მა­ნი­სა!

ამით და­გემ­შვი­დო­ბე­ბი, ჩე­მო ავ­ტო­რო. იმე­დი მაქვს, წაი­კით­ხავ ამ წე­რილს, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ მო­გე­წო­ნე­ბა. მაგ­რამ რა ვქნა, ასე­თია რეა­ლო­ბა და ეს რეა­ლო­ბა თუ ხში­რად აღ­ქმებს გირ­ღვევს, არა­ვი­სი ბრა­ლი არ არის.

სიუ­ჟე­ტის ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ავ­ტო­რი ავ­ლენს ელე­მენ­ტა­რულ პრო­ფე­სიულ უცო­დინა­რო­ბას (მა­გა­ლი­თად: სიო­ნის ბა­ზი­ლი­კის გუმ­ბა­თო­ვან ტაძ­რად მოხ­სე­ნიე­ბა, კვე­ტე­რის ერის­თა­ვე­ბად კო­ლონ­კე­ლი­ძეე­ბის გა­მოც­ხა­დე­ბა…), ხში­რად კი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს მა­ყუ­რე­ბე­ლი (ა­ხა­ლი შუამ­თის რეს­ტავ­რა­ციის პრო­ცეს­ში მოწ­ყო­ბი­ლი დროე­ბი­თი გა­და­ხურ­ვის „უ­კა­ნო­ნო ფარ­დუ­ლად“ გა­მოც­ხა­დე­ბა, სტოას „მი­ნა­შე­ნად“ მოხ­სე­ნე­ბა…). ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ზე­მოთ მქონ­და მსჯე­ლო­ბა და აღარ გა­ვი­მეო­რებ.

სიუ­ჟე­ტის ავ­ტორს აქ ვემ­შვი­დო­ბე­ბი, მაგ­რამ წე­რილს ვერ ვამ­თავ­რებ, არ მეთ­მო­ბა ჩე­მი მკით­ხვე­ლი, რო­მე­ლიც მინ­და ახ­ლა სტუ­დია­ში გა­და­ვიყ­ვა­ნო და ვნა­ხოთ, რო­გორ შეა­ფა­სებს იქ შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დოე­ბა ამ სიუ­ჟეტს.

სიუ­ჟეტ­ში თუ ხში­რად უბ­რა­ლო უმეც­რე­ბას­თან გვქონ­და საქ­მე და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხან­და­ხან შეჰ­ყავ­და მა­ყუ­რე­ბე­ლი შეც­დო­მა­ში, სტუ­დია­ში უკ­ვე ტყუი­ლე­ბის მთე­ლი კას­კა­დი წა­მო­ვი­და.

ტყუი­ლი პირ­ვე­ლი – ალა­ვერ­დის ეზო­ში თურ­მე ფო­ტოს გა­და­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია – ტყუი­ლია! ეს ჩანს თუნ­დაც იქი­დან, რომ იმა­ვე ალა­ვერ­დის ეზო­შია ჩა­წე­რი­ლი სიუ­ჟე­ტის დი­დი ნა­წი­ლი. გარ­და ამი­სა, ვინც ბო­ლო დროს ყო­ფი­ლა ალა­ვერ­დში, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ეზო­ში ფო­ტოს გა­და­ღე­ბას არა­ვინ კრძა­ლავს. შეზ­ღუდ­ვაა მხო­ლოდ ტა­ძარ­ში გა­და­ღე­ბა­ზე და ამ მხრივ, ალა­ვერ­დი არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. ასე­თი­ვე შეზ­ღუდ­ვა მოქ­მე­დებს ყვე­ლა იმ ძეგ­ლზე, სა­დაც ფრეს­კუ­ლი მხატ­ვრო­ბაა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. მი­ზე­ზი? თა­ნა­მედ­რო­ვე ფო­ტოა­პა­რა­ტე­ბის ელ­ვა უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს საუ­კუ­ნო­ვან ნა­ხატ­ზე და თუ კვლე­ვის ან სხვა სპე­ცია­ლუ­რი სა­ჭი­როე­ბი­დან არ არის გა­მოწ­ვეუ­ლი, ფრეს­კე­ბის გა­და­ღე­ბა ყველ­გან იკ­რძა­ლე­ბა. ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს თით­ქოს უაზ­რო რე­გუ­ლა­ციაა, მაგ­რამ, აბა, ერ­თი წუ­თით წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, მკით­ხვე­ლო, ალა­ვერდს, სვე­ტიც­ხო­ველს, გე­ლათს და სხვ. ყო­ველ­დღიუ­რად რამ­დე­ნი ათა­სი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს. ყო­ველ­დღიუ­რად რამ­დე­ნი­მე ათა­სი დას­ხი­ვე­ბა აზია­ნებს ფრეს­კებს. მე ამ სა­კით­ხის სპე­ცია­ლის­ტი არ ვარ, თუმ­ცა პრო­ფე­სიო­ნა­ლე­ბი (ფრეს­კე­ბის რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი) ასე ამ­ბო­ბენ.

ტყუი­ლი მეო­რე – თურ­მე ალა­ვერ­დის მო­ნას­ტერ­მა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის (ი­გუ­ლის­ხმე­ბა სოფ. ალა­ვერ­დის მო­სახ­ლეო­ბა) საფ­ლა­ვე­ბი გაა­ნად­გუ­რა. სი­ტუა­ცია ასე­თია: ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის გა­ლა­ვანს ჩრდი­ლოე­თი­დან აკ­რავს სოფ. ალა­ვერ­დის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­საფ­ლაო. წლე­ბის წინ იმ საფ­ლა­ვებ­ზე, რომ­ლებ­საც პატ­რო­ნე­ბი აღარ ჰყავ­დათ, ეკალ­-ბარ­დი იყო გა­და­სუ­ლი. სწო­რედ მო­ნას­ტრის წყა­ლო­ბით გა­სუფ­თავ­და ის ტე­რი­ტო­რია მცე­ნა­რეუ­ლო­ბი­სა­გან. საფ­ლა­ვე­ბი გა­მოჩ­ნდა, ხო­ლო მათ­თვის ხე­ლი არა­ვის უხ­ლია! აქ­ვე, ალა­ვერ­დის სა­საფ­ლაო­ზე საუბ­რის კონ­ტექ­სტში კი­დევ ერ­თი ტყუი­ლი ჟღერ­დე­ბა – ვი­თომც ჩემ მიერ ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი ნეკ­რო­პო­ლის საფ­ლა­ვის ქვე­ბი სა­მარ­ხე­ბი­დან აი­ღეს და „დო­მი­ნო­სა­ვით ჩაამ­წკრი­ვეს“. ამა­ზე საკ­მა­რი­სად დავ­წე­რე და აქ სიტ­ყვას არ გა­ვაგ­რძე­ლებ.

ტყუი­ლი მე­სა­მე – ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნიებს ალა­ვერ­დში ტუ­რის­ტე­ბი აღარ შე­ჰყავთ. ნე­ბის­მიერს შეუძ­ლია თა­ვად დარ­წმუნ­დეს – ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე იქ ტე­ვა არ არის.

ტყუი­ლი მეოთ­ხე – თურ­მე „ვი­ღაც მე­სან­თლეე­ბი“ ტუ­რის­ტებს ლან­ძღა­ვენ და ძა­ლით აც­მე­ვენ კა­ბებს. მკით­ხვე­ლო, მო­ნას­ტრის წე­სია ასე­თი: ტე­რი­ტო­რია­ზე ქა­ლი შარ­ვლით არ შე­დის. შე­სას­ვლელ­ში არის სპე­ცია­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლი, სა­დაც ზრდი­ლო­ბია­ნად სთხო­ვენ ქვე­და ბო­ლო შე­მოიხ­ვიონ და იქ­ვე აძ­ლე­ვენ ამ კა­ბებს. სხვა­თა შო­რის, მე პი­რა­დად ძა­ლიან ხში­რად მი­დევ­ნე­ბია თვა­ლი ამ პრო­ცე­სი­სათ­ვის. არას­დროს არა­ვის არა­ვინ გაუ­ლან­ძღავს და რაც მთა­ვა­რია, არც ერთ უც­ხოელ ტუ­რისტს არ გას­ჩე­ნია პრო­ტეს­ტი კა­ბის შე­მოხ­ვე­ვა­ზე. ყო­ფი­ლა ერ­თეუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ნეო­ლი­ბე­რა­ლუ­რი შხა­მით ტვინ­მო­წამ­ლულ ქარ­თველს პრო­ტეს­ტი გა­მოუთ­ქვამს ვი­თომ­ცდა მი­სი „თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ თუ „უფ­ლე­ბის“ შეზ­ღუდ­ვა­ზე. მაგ­რამ, ამ შემ­თხვე­ვებ­შიც კო­რექ­ტუ­ლად მიუ­თი­თებ­დნენ, რომ ასე­თია წე­სი. მარ­თლაც, რო­დე­საც იცი, რომ მო­ნას­ტერ­ში შე­დი­ხარ, ისიც უნ­და იცო­დე, რომ ეკ­ლე­სია არ არის დე­მოკ­რა­ტიუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი. მას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს და თუ­კი ასე გუ­ლან­თე­ბუ­ლი ხარ ტაძ­რის მო­ლოც­ვი­თა თუ მო­ხილ­ვით, კე­თი­ლი ინე­ბე და ნა­ხე­ვა­რი საა­თი დაე­მორ­ჩი­ლე ამ წესს. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, უბ­რა­ლოდ ზრდი­ლო­ბის სა­კით­ხია. ესეც არ იყოს, კა­ბის შე­მოხ­ვე­ვა­ზე იმ იდეო­ლო­გიის ხალ­ხი აც­ხა­დებს პრე­ტენ­ზიას, ვინც დღე და ღა­მე „მიმ­ღებ­ლო­ბას“ და „ტო­ლე­რან­ტო­ბას“ გვი­ქა­და­გებს. და­ლოც­ვი­ლო, შე­ნი ეს „ტო­ლე­რან­ტო­ბა“ რა­ღა მაინ­ცდა­მაინც ეკ­ლე­სია­ზე არ ვრცელ­დე­ბა? ისე, საინ­ტე­რე­სო ისი­ცაა, რომ მე პი­რა­დად ახალ­გაზ­რდი­სა­გან ამა­ზე პრო­ტეს­ტი არ მო­მის­მე­ნია. ასე­თე­ბი, ძი­რი­თა­დად, შუახ­ნის ხალ­ხია, ის თაო­ბა (რო­მელ­საც მეც ვე­კუთ­ვნი), რო­მე­ლიც ნეო­ლი­ბე­რა­ლუ­რი საინ­ფორ­მა­ციო ნიაღ­ვრის (მე ვიტ­ყო­დი, შხა­მის) ნა­კად­ში „გა­მოიწ­რთო“.

კი­დევ ბევ­რი ისაუბ­რეს, მკით­ხვე­ლო, იქ შეკ­რე­ბილ­მა ნეო­ბოლ­შე­ვი­კებ­მა, რომ ეკ­ლე­სია ძეგ­ლებ­ზე თვით­ნე­ბობს, რომ სა­ვაჭ­რო დუქ­ნე­ბა­დაა ქცეუ­ლი, ხალხს მი­წას არ­თმევს და ასე შემ­დეგ და ასე შემ­დეგ. ისე­თი ახა­ლი არა­ფე­რი, რა­საც ყო­ველ­დღე არ ვი­გებთ ლი­ბე­რა­ლიზ­მით გა­მო­თაყ­ვა­ნე­ბუ­ლი თა­ვე­ბი­დან ამოფ­რქვეუ­ლი აზ­რე­ბი­დან. ამა­ზე აღარ დავ­კარ­გავ დროს და თქვენც არ მო­გაც­დენთ.

ერ­თა­დერ­თი, და­თო ტუ­რაშ­ვილ­მა გა­ბე­და ეთ­ქვა, ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის იყო წიგ­ნიე­რე­ბის კე­რაო და იქ­ვე კი­ნა­ღამ ჩა­ქო­ლეს. ანუ, ამათ­თვის ახ­ლა ხომ „ცუ­დია“ ეკ­ლე­სია და აპ­რიორ­ში იმის დაშ­ვე­ბაც არ შეიძ­ლე­ბა, რომ ად­რე „კარ­გი“ იყო. ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში ით­ქვა, ძეგლს გარ­კვეუ­ლი ვე­ლუ­რი გა­რე­მო უხ­დე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ყველ­გან გზა მი­დიო­დე­სო, თუ ასე­თი მორ­წმუ­ნეე­ბი ვართ, ფე­ხით ვია­როთ ეკ­ლე­სიებ­შიო (?!). კი მაგ­რამ, თქვე­ნი იდეო­ლო­გიუ­რი პლატ­ფორ­მა დღე­და­ღამ რომ გაჰ­კი­ვის „ინ­კლუ­ზიუ­რო­ბა­ზე“ და „შშმ“ პი­რებ­ზე, მათ უფ­ლე­ბებ­ზე, რა ქნას შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მორ­წმუ­ნემ, თუ მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა ეს უფ­ლე­ბე­ბი?!

სტუ­დია­ში გა­მარ­თუ­ლი მსჯე­ლო­ბა ბო­ლოს და ბო­ლოს ამ­ჟღავ­ნებს იმ მი­ზანს, რა­საც სიუ­ჟე­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა: ეკ­ლე­სია­ზე თავ­დას­ხმა, რო­მე­ლიც ძეგ­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბით იფუ­თე­ბა. ამ გან­ცხა­დე­ბის სა­ბუ­თი რა არის, იცით? ამ (და არა მხო­ლოდ ამ) პერ­სო­ნებს არას­დროს სიტ­ყვა არ დაუძ­რავთ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის საე­რო ძეგ­ლებ­ზე; რა, ისი­ნი ყვე­ლა იდეა­ლურ მდგო­მა­რეო­ბა­შია? მე მათ და­ვუ­სა­ხე­ლებ მა­გა­ლი­თებს, თუ რო­გორ შეე­წი­რა თე­ლა­ვის, სიღ­ნა­ღის, ბა­თუ­მის რეა­ბი­ლი­ტა­ციას არაერ­თი ძეგ­ლი, ისიც არა მოუვ­ლე­ლო­ბით ან „უ­ხე­ში ჩა­რე­ვით“, არა­მედ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბით. ამა­ზე რო­დის­მე ამოუ­ღიათ ხმა? ამათ მხო­ლოდ ნგრე­ვა უნ­დათ, ცოფ­დე­ბიან, რა­ღაც სა­სი­კე­თო რომ კეთ­დე­ბა! ამ­ბო­ბენ, გარ­კვეუ­ლი ვე­ლუ­რი გა­რე­მო უკე­თე­სია ძეგ­ლი­სათ­ვი­სო. წა­მო­ვიდ­ნენ, გა­მომ­ყვნენ მე, სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რეო­ბა­ში მყოფ უამ­რავ ცი­ხეს, კოშ­კსა თუ ნა­მო­სახ­ლარს ვაჩ­ვე­ნებ. გაა­კე­თონ სიუ­ჟე­ტე­ბი, მაგ­რამ არა, იქ ხომ ეკ­ლე­სია არ არის და ვერ გა­ლან­ძღა­ვენ! მე ეკ­ლე­სიის ად­ვო­კა­ტად ვერ გა­მოვ­დგე­ბი, მაგ­რამ ჩემ­თვის მიუ­ღე­ბე­ლია მა­თი მიდ­გო­მა, მა­თი პა­თო­სი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კით­ხის მი­მართ. ის, რაც ამ პერ­სო­ნე­ბი­სათ­ვის „ნის­ლია­ნი მემ­კვიდ­რეო­ბაა“, სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი­სა და უბ­რა­ლო, მორ­წმუ­ნე ადა­მია­ნე­ბი­სათ­ვის სუ­ლიე­რი სიმ­შვი­დის ნავ­სა­ყუ­დე­ლია. მათ­თვის გაუ­გე­ბა­რია ის, რომ მრა­ვალ­საუ­კუ­ნო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია დღემ­დე ცოც­ხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია (მათ­და სამ­წუ­ხა­როდ) და არა წარ­სულს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ის­ტო­რიუ­ლი რა­რი­ტე­ტი. ამი­ტო­მაც ებ­რძვიან ასე გა­გი­ჟე­ბით ყვე­ლა­ფერს, რაც, მა­თი აზ­რით, „ძეგ­ლებს ავ­თენ­ტუ­რო­ბას უკარ­გავს“. უბ­რა­ლო სიტ­ყვე­ბით რომ ვთქვათ, მათ­თვის უმ­ჯო­ბე­სია ტაძ­რის ნან­გრე­ვი, მოძ­ღვრი­სა და მრევ­ლის გა­რე­შე და არამც და არამც მოქ­მე­დი მო­ნას­ტე­რი თა­ვი­სი კრე­ბუ­ლით ან ეკ­ლე­სია მრევ­ლით.

ამით და­გემ­შვი­დო­ბე­ბი, ჩე­მო მკით­ხვე­ლო. მეჩ­ვიდ­მე­ტე სარ­თულ­ზე შეკ­რე­ბილთ კი და­თა თუ­თაშ­ხიას ცნო­ბი­ლი ფრა­ზით მივ­მარ­თავ; სწო­რედ ის გა­მო­ხა­ტავს ყვე­ლა­ზე უკეთ ამ ადა­მია­ნე­ბის მდგო­მა­რეო­ბას და მათ­და­მი ჩემს სათ­ქმელ­საც (იქ­ნებ სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ფილ­მში ეს სცე­ნა ალა­ვერ­დის საე­პის­კო­პო­სო სა­სახ­ლის წინ თა­მაშ­დე­ბა): „რას შვე­ბით, ხალ­ხო, რას, რას ჰგავ­ხართ თუ ხე­დავთ ამას, ვინ ხართ, თქვე უბე­დუ­რე­ბო, რა ჯი­შის ხართ, რა გი­ყოთ და რას და­გამ­სგავ­სათ მა­მა­ძაღ­ლმა აბე­ლა სე­თურ­მა და მო­სას­პობ­მა თა­ბა­გარ­მა, არ ფიქ­რობთ? ვერ ხე­დავთ ამას?!“, – წერს გიორ­გი ლა­ღიაშ­ვი­ლი.