არმენ სარგსიანმა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა
არმენ სარგსიანმა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა.

ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი მოქმედ პრეზიდენტს უკვე შეხვდა.

„თქვენს მიერ განვლილი გზის, დიდი საორგანიზაციო გამოცდილებისა და ცოდნის, პირადი თვისებების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თქვენ სამშობლოს განვითარებას და ხალხის კეთილდღეობის დონის აღზრდას მოემსახურებით“, – განაცხადა არმენ სარგსიანმა შეხვედრისას.

მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს წარმატება და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.