არმენ გრიგორიანი - სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო ხელშეკრულების წინადადებების მე-10 პაკეტი მიიღო
სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო ხელშეკრულების წინადადებების მე-10 პაკეტი მიიღო, – ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა.
„პროცესი საკმაოდ დინამიკურია, ზოგჯერ არის პროგრესი, ზოგჯერ – არა. ჩვენ ვმუშაობთ“, – აღნიშნა არმენ გრიგორიანმა.
7 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება საკმარისად მომწიფებულია ხელმოწერისთვის და სომხური მხარე მზად არის, კონსტრუქციულად, ინტენსიურად იმუშაოს მის დასრულებასა და ხელმოწერაზე მომდევნო თვეში.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა უპასუხა აზერბაიჯანის ბოლო წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა მიმდინარე წლის ნოემბრამდე საკმაოდ რეალურია. ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა შეუძლებელია სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე.