არმაზ ახვლედიანი - ველოდი, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, ერთხელ მაინც მიიღებდა პრინციპულ გადაწყვეტილებას
ველოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს ერთხელ მაინც მოახერხებდა და პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა უნიკალური შანსი და ეს შანსი როგორც არასდროს ხელიდან გაუშვა.
„ველოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს ერთხელ მაინც მოახერხებდა და პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებდა არა ნახევარ ზომებს, არა გაუგებარ კომპრომისებს არამედ სრულ სრულფასოვან გადაწყვეტილებებს მას ჰქონდა უნიკალური შანსი და ეს შანსი როგორც არასდროს ხელიდან გაუშვა და დაადასტურა, რომ დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ეს კამპანია პრეზიდენტის იმედად არ დამიწყია, მაქვს იმედი აქაური საზოგადოების, ჩემი თანამოაზრეებისა და ზუსტად ვიცი, რომ ამ ტალღას ვერაფერ ვერ გააჩერებს. ივანიშვილის მოყვანილი კადრები მათ შორის პრეზიდენტიც წავა სახლში”,- განაცხდა არმაზ ახვლედიანმა.
გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად დღეს თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.