კარგად ვიცნობ გიორგი მარგველაშვილს და შემიძლია გითხრათ, რომ არის შანსი, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,-ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ოპოზიციის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა.
არმაზ ახვლედიანი დღეს საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები გააცნო.
„სულ რაღაც ორი დღე დარჩა და გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. მას აქვს შანსი და შეუძლია გამოიყენოს, ან არ გამოიყენოს ის, მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ”,-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა და სახელისუფლო კანდიდატი, თორნიკე რიჟვაძე ტელედებატებში მიიწვია.
ახვლედიანი ხვალ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დასახელებას აპირებს.
მისი თქმით, მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობის შეცვლასა და ძირეულ რეფორმებს გეგმავს.