არმაზ ახვლედიანი - „ქართულ ოცნებასთან“ შევთანხმდით, რომ დოკუმენტში იქნება ჩადებული პირობა და ამნისტია არ შეეხებათ მათ, ვინც ადამიანებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა
არმაზ ახვლედიანი - „ქართულ ოცნებასთან“ შევთანხმდით, რომ დოკუმენტში იქნება ჩადებული პირობა და ამნისტია არ შეეხებათ მათ, ვინც ადამიანებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამერკვია „ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მზად არიან თუ არა ისინი შესრულდეს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების ის ნაწილი, რომელიც ეხება ნიკა მელიას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამერკვია „ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მზად არიან თუ არა ისინი შესრულდეს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების ის ნაწილი, რომელიც ეხება ნიკა მელიას და ხომ არ გამოიწვევდა ამ საკითხის გადაწყვეტა იმ იმ შიშს, რომ ამნისტიის ქვეშ ისინიც მოხვდნენ, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას, ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი ქმედებები ჩაიდინა. საუბრიდან გამომდინარე, მე ეს სრულად გამოვრიცხე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს პირობა იქნება მკაცრად ჩადებული დოკუმენტში, სამართლებრივ აქტში და გამოვრიცხავთ ყოველგვარ ინტერპრეტაციას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ახვლედიანმა.

დღეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრა IRI-ის ოფისში გამართეს.