არმაზ ახვლედიანი - ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისე ახლოს მახინჯი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის დემონტაჟთან, როგორც დღეს
ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისე ახლოს მახინჯი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის დემონტაჟთან, როგორც დღეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წარმომადგენელმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, ყველა საკითხი პარლამენტში თანდათანობით გადაწყდება.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, არასდროს ყოფილა ისე ახლოს მახინჯი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის დემონტაჟთან, როგორც დღეს. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რომ ეს მოხდეს, არც ერთმა მომდევნო მმართველმა ძალამ, არც კი იფიქროს, რომ გახდეს ისევ ბატონი. აი, ეს არის და ეს. ყველა სხვა საკითხი თანდათან გადაწყდება“, – განაცხადა ახვლედიანმა.