არკანზასის შტატში, ერთ-ერთ მაღაზიაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა
არკანზასის შტატში, ერთ-ერთ მაღაზიაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ არკანზასის შტატის პოლიცია ადასტურებს. დაშავებულთა შორის პოლიციის ორი ოფიცერია.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი 44 წლის მამაკაცი დაჭრილი და დაკავებულია. სამართალდამცველების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა.
შემთხვევა ქალაქ ფორდაისში მოხდა. პოლიცია მაღაზიაში სროლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მივიდა ადგილზე და ეჭვმიტანილს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
„სიენენის“ ცნობით, აშშ-ში 2024 წლის დასაწყისიდან მასობრივი სროლის, სულ მცირე, 234 შემთხვევა მოხდა.