არიზონის კოჩიზის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, არიზონის შტატში ეძებენ მამაკაცს, რომელიც სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპს მკვლელობით ემუქრებოდა
არიზონის შტატში ეძებენ მამაკაცს, რომელიც სოციალურ ქსელში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მკვლელობით ემუქრებოდა. ამის შესახებ არიზონის კოჩიზის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა.
ეჭვმიტანილი 66 წლის რონალდ ლი საივრუდია, რომლის მიმართაც უისკონსინის შტატში რამდენიმე ორდერია გაცემული.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი არიზონის შტატის კოჩიზის ოლქში, მექსიკის საზღვართან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა.
„არა, მე ამის შესახებ არ გამიგია, თუმცა გაკვირვებული არ ვარ და ამის მიზეზი ისაა, რომ, მინდა, ისეთი საქმეების კეთება, რაც ძალიან ცუდია ცუდი ბიჭებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას არიზონაში მუქარების შესახებ ჰკითხეს.
შეგახსენებთ, ივლისში დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ. მას ცეცხლი გაუხსნეს სიტყვით გამოსვლისას. ყოფილ პრეზიდენტს ტყვიამ ყური დაუზიანა.