არგენტინის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ქრისტინა ფერნანდესის დაკავების ბრძანება გასცა
არგენტინის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ქრისტინა ფერნანდესის დაკავების ბრძანება გასცა.
ბუენოს-აირესის მოსამართლემ, კლაუდია ბონადიომ კორუფციაში ბრალდებული ექსპრეზიდენტისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმების განკარგულება გასცა, რის შემდეგაც 65 წლის ქრისტინა ფერნანდესის დაკავება შესაძლებელი გახდება.
ექსპრეზიდენტი ამჟამად სენატის დეპუტატი არის და დაკავებისგან საპარლამენტო იმუნიტეტი იცავს.
არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციულ სქემაში მონაწილეობა ედება ბრალად. საერთო ჯამში, საუბარია 140 მილიონ ევროზე, რომელიც ყოფილმა პირველმა პირმა ქრთამის სახით 2005-2015 წლებში აიღო.