არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელმა, ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა.
წინასწარი შედეგებით, მან ხმების დაახლოებით 56% მოიპოვა. მისმა კონკურენტმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, სერხიო მასამ, რომელიც მმართველი კოალიციის კანდიდატი იყო, ხმათა 44% დააგროვა.
როგორც მედია წერს, არჩევნები არგენტინაში ქვეყნისთვის რთულ დროს, მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა.
მილეიმ გააკრიტიკა ჩინეთი და ბრაზილია და თქვა, რომ არ ექნება საქმე „კომუნისტებთან“ და მხარს უჭერს უფრო მყარ კავშირებს აშშ-თან.
ამის მიუხედავად, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ შედეგების გამოცხადების შემდეგ მილეის წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
მილეის გამარჯვება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მიულოცა და თქვა, რომ ლიბერტარიანელი არგენტინას კვლავ დიდებულს გახდის.