არგენტინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ
არგენტინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ლუჩო გონსალესს მკვლელობის მცდელობაში სდებენ ბრალს.
ფეხბურთელის მეუღლემ ანდრეა მარკესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქმარი შვილების თვალწინ დაესხა თავს.
„მან საწოლზე დამაგდო და დახრჩობა დამიწყო. თან ბავშვებს დაუძახა და უთხრა, ეყურებინათ ამ ყველაფრისთვის. მატეომ სცადა მამის შეჩერება, მაგრამ მან ბავშვს ხელი ჰკრა და შეურაცხყოფა მიაყენა. მე ცოცხალ-მკვდარი საავადმყოფოში წამიყვანეს“, – განუცხადა მარკესმა Globo Esporte-ს.
ქალმა დაამატა, რომ 36 წლის ფეხბურთელმა ორივე მაჯა გადაუჭრა და კაბელზე ჩამოკიდებას უპირებდა, თან მუდმივად მკვლელობის მუქარას იმეორებდა.
პოლიციამ საქმის გამოძიება დაიწყო. ანდრეა მარკესმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მას დაცვა მიამაგრეს. სასამართლომ ლუჩო გონსალესს მეუღლესთან 500 მეტრზე ახლოს მისვლა აუკრძალა.
14 დეკემბერს ბრაზილიურმა “ატლეტიკო პარანაენსემ” კონტრაქტი გაწყვიტა ფეხბურთელთან მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გაიგო.
ლუჩო გონსალესი თამაშობდა “მარსელსა” და “პორტუში”. მის ანგარიშზე 45 მატჩია არგენტინის ნაკრებში.