არგენტინის მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 50-მილიარდიან სესხს სთხოვს
ეკონომიკური კრიზისისა და ინფლაციის ფონზე, არგენტინის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს სესხის 50-მილიარდამდე გაზრდა სთხოვა. ბოლო თვეებში არგენტინის ეროვნული ვალუტა პესო დოლართან მიმართებაში 40%-ით გაუფასურდა, ინფლაციის მაჩვენებელი კი გაიზარდა.
არგენტინის პრეზიდენტმა, მაურისიო მაკრიმ განაცხადა, რომ მთავრობას კრიზისის დასაძლევად გეგმა აქვს შემუშავებული, თუმცა ამისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დამატებით სესხის აღებაა საჭირო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორმა, ქრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის, დაეხმაროს არგენტინის მთავრობას.
„არგენტინის მთავრობამ წარმოგვიდგინა ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ჩვენთვის სრულიად მისაღებია“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე ლაგარდმა.
ამის მიუხედავად, არგენტინა რამდენიმე ინვესტორმა დატოვა. ოპოზიცია სავალუტო ფონდიდან 50 მილიარდი დოლარის მიღებას ეწინააღმდეგება. მათი არგუმენტით, მაკრის მთავრობა საგარეო ვალის დაფარვას დროულად ვერ მოახერხებს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნება.