არგენტინელმა მსაჯმა თავის ვაჟს სანტიაგო ბერნაბეუ დაარქვა
არგენტინელმა მსაჯმა თავის ვაჟს სანტიაგო ბერნაბეუ დაარქვა

ფიფას ყოფილმა არბიტრმა, არგენტინელმა პაბლო ლუნატიმ, მეტად ორიგინალური სახელი აირჩია თავისი ახალდაბადებული ვაჟისთვის, – წერს ესპანური გაზეთი „მარკა“.

მსაჯმა ბავშვს მადრიდის „რეალის“ სტადიონის სახელი – „სანტიაგო ბერნაბეუ“ დაარქვა.

საინტერესოა, რომ ლუნატი სულაც არ გახლავთ „რეალის“ გულშემატკივარი. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ სწორედ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაამარცხა მისმა საყვარელმა კლუბმა, „რივერ პლეიტმა“, კოპა ლიბერტადორესის ფინალში „ბოკა ხუნიორსი“.

ლუნატი 2004-16 წლებში ემსახურებოდა ფიფას ეგიდით გამართულ მატჩებს.