„რეალი“ განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფედერერისა და ნადალის მატჩის ორგანიზებას გეგმავს #1TVSPORT
„რეალი“ განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფედერერისა და ნადალის მატჩის ორგანიზებას გეგმავს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბს მადრიდის „რეალს“ სურს განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საჩოგბურთო მატჩის ორგანიზება როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი ამ იდეის განხორციელებას 2023 წლის ზაფხულში გეგმავს, როცა მის საშინაო არენაზე სრულად დასრულდება სარემონტო სამუშაოები.

მოძრავი გაზონი საშუალებას იძლევა სტადიონზე ნებისმიერი საფარი დამონტაჟდეს, რაც საჭირო იქნება ნებისმიერი სახის ღონისძიების ჩასატარებად.

როჯერ ფედერერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ასრულებს საჩოგბურთო კარიერას. მისი ბოლო ტურნირი იქნება ლეივერის თასი, რომელიც მომდევნო კვირას ლონდონში გაიმართება.