„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოსეირნე პინგვინები შეამჩნიეს [ვიდეო] #1TVSPORT

18:06, 26.03.2021

სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს მადრიდის „რეალის“ სტადიონზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც ორი პინგვინი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დააბიჯებს.

ლეგენდარულ სტადიონზე ახლა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და „რეალი“ საშინაო მატჩებს ალფრედო დი სტეფანოს სახელობის არენაზე ატარებს.

ვიდეოში ერთ-ერთი სექტორის შესასვლელთან ჩანან მუშები ჩაფხუტებში, უკანა ფონზე კი ტრიბუნების გასწვრივ ორი პინგვინი სეირნობს.

https://twitter.com/i/status/1375104590920749065

მსგავსი