ჩავი - „სანტიაგო ბერნაბეუ“ ჩემში სპორტულ ჟინს აღვიძებს, ახლაც სიამოვნებით გავიდოდი სათამაშოდ  #1TVSPORT
ჩავი - „სანტიაგო ბერნაბეუ“ ჩემში სპორტულ ჟინს აღვიძებს, ახლაც სიამოვნებით გავიდოდი სათამაშოდ #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა „რეალთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც კატალონიელები „სამეფო“ კლუბს ესპანეთის თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. მატჩი მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება.

„„სანატიაგო ბერნაბეუ“ ჩემში ყოველთვის აღვიძებს სპორტულ ჟინს. როცა ამ სტადიონზე ვარ, მოედანზე გასვლისა და თამაშის სურვილი მიჩნდება. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა და სწორედ ამას ვეუბნები ჩემს ფეხბურთელებს – დატკბით ამ შესაძლებლობით და თამამად ითამაშეთ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ახლაც სიამოვნებით გავიდოდი სათამაშოდ.

ჩვენ ტიტულის მოგების შანსი გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ კარგ სიტუაციაში ვართ. ახლა მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და ჩვენი თამაშის ინდივიდუალური სტილი ვაჩვენოთ“, – განაცხადა ჩავი ერნანდესმა.