რაფაელ ნადალი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩოგბურთს ითამაშებს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩოგბურთს ითამაშებს #1TVSPORT

რაფაელ ნადალი დათანხმდა საჩოგბურთო მატჩის ჩატარებას მადრიდის „რეალის“ განახლებულ სტადიონზე – „სანტიაგო ბერნაბეუზე“. ეს 2022 წელს მოხდება.

„რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს სურს ისეთი მატჩის ორგანიზება, რომელსაც ჩოგბურთის ისტორიაში მაყურებლების სარეკორდო რაოდენობა დაესწრება. დღეისთვის რეკორდი ეკუთვნის ფედერერისა და ნადალის მატჩს სამხრეთ აფრიკაში, რომელმაც 52 ათასი გულშემატკივარო შეკრიბა.

ესპანელი ჩოგბურთელის სავარაუდო მეტოქე შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გახდება.

დღეისთვის, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.