მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნება დააანონსა სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ.
11 სექტემბერს, „სამეფო კლუბი“ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში შინ მიიღებს „სელტას“. სწორედ აქ შედგება „რეალის“ დაბრუნება თავის მთავარ სტადიონზე.
„სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო. სტადიონს მოძრავი სახურავი ექნება, ტევადობა კი არ შეიცვლება და ისევ 81 ათასი იქნება. 2020-21 წლების სეზონში „რეალი“ საშინაო მატჩებს „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე ატარებდა,
2021-22 წლების სეზონის სამი სასტარტო ტური „რეალმა“ გასვლაზე ჩაატარა.