არგენტინაში წყალდიდობაა. ქვეყნის ჩრდილოეთით, სანტა ფეს პროვინციის დიდი ნაწილი დატბორილია. გავრცელებული ცნობით, ევაკუირებულია 3500-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
სტიქიისგან დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ. დატბორილია 300 ათას ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული. უხვი ნალექი რეგიონში ბოლო რამდენიმე თვეა უჩვეულოდ მაღალ ნიშნულზეა. ზარალის ოდენობა ორ მილიარდ დოლარს აჭარბებს.