არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ლიბერტარიანელი ხავიერ მილეი, უშიშროების ყოფილი მინისტრი პატრისია ბულრიხი, კანდიდატი მემარჯვენე ცენტრის კოალიციიდან და ეკონომიკის მოქმედი მინისტრი სერხიო მასა.
არგენტინის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი არჩევნებში არ მონაწილეობს: „აშკარაა, რომ ჩვენ ვერ მივაღწიეთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც მიზნად დავისახეთ“, – აცხადებს ფერნანდესი.
პრეზიდენტთან ერთად, მოქალაქეები ასევე ირჩევენ ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული კონგრესის წევრებს, პროვინციების გუბერნატორებს, კონკრეტულად ქვედა პალატის 130 წარმომადგენელს და 24 ეროვნულ სენატორს.
არჩევნების შედეგები ორშაბათს, ადგილობრივი დროით ცხრა საათზე გამოქვეყნდება.