არგენტინაში საუკეთესო საფეხბურთო კლუბის გამოსავლენად ახალი ტიტული დააარსეს #1TVSPORT
არგენტინაში შიდა ტურნირების სისტემას კიდევ ერთი მასშტაბური ტიტული დაემატა. ადგილობრივმა საფეხბურთო ასოციაციამ გამოაცხადა ახალი ტურნირის შექმნის შესახებ, რომელსაც Recopa de Campeones ჰქვია და უძლიერესი არგენტინული კლუბის გამოვლენას ისახავს მიზნად.
ახალი კონცეფცია განსხვავდება არგენტინული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი რთული სისტემისგან.
– აპერტურასა და კლაუსურას გამარჯვებულები ერთმანეთს ხვდებიან Trofeo de Campeones-თვის;
– Trofeo de Campeones-ის მოგებული ერთბაშად ორ უფრო მაღალი რანგის ტურნირში კვალიფიცირდება – არგენტინის სუპერთასზე (Supercopa Argentina) და საერთაშორისო სუპერთასზე (Supercopa Internacional).
– პარალელურად, არგენტინის თასის (Copa Argentina) მფლობელი პირდაპირ იღებს არგენტინის სუპერთასის საგზურს.
– ჩემპიონატის საერთო გამარჯვებული (აპერტურასა და კლაუსურას ჯამი) საერთაშორისო სუპერთასის ბადეში ჩაჯდება.
– ფინალურ აკორდი იქნება ახლად შექმნილი Recopa de Campeones, რომელშიც აბსოლუტური ტიტულისთვის იბრძოლებენ არგენტინის თასის, არგენტინის სუპერთასისა და საერთაშორისო სუპერთასის გამარჯვებულები.