არგენტინაში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
არგენტინაში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბუენოს-აირესში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ე.წ. „ფედერალური მარში“ მთავრობისგან სამუშაო ადგილების შექმნას და გადასახადების შემცირებას ითხოვს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი პროფკავშირებია.

აქტივისტების მოთხოვნაა გაუმჯობესდეს სოციალური პირობები. აქცია მთავრობის სასახლის წინ იმართება.

აქტივისტები მაურისიო მაკრის მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებული შეთანხმების ჩაშლისკენ მოუწოდებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან არგენტინის მთავრობამ კრისტინა კირშნერის ავტორიტარული რეჟიმის დასრულების შემდეგ, 100 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. მაურისიო მაკრის მთავრობის მიზანი ეკონომიკური კრიზისის დაძლევა იყო.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლუის კასერესმა განაცხადა, რომ არგენტინის მთავრობამ საგარეო ვალის გადახდაზე უარი უნდა თქვას, რის საფუძველზეც გადასახადები უნდა შემცირდეს.