არგენტინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
არგენტინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

არგენტინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 15 და დაშავდა 40-მდე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტუკუმანის პროვინციაში ქალაქ მენდოსადან მომავალი სამგზავრო ავტობუსი მოსახვევში ამოტრიალდა. ავარიის დროს ძლიერი ნისლი იყო. მძღოლმა სავარაუდოდ ცუდი ხილვადობის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა.

ავტობუსის მგზავრებს შრის ძირითადად პენსიონერები იმყოფებოდნენ, რომლებიც თერმული წყლებით განთქმულ საკურორტო ქალაქში მიემგზავრებოდნენ.

პროკურატურის მოთხოვნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტობუსის მძღოლი და მისი თანაშემწე დააკავეს.