არგენტინაში 48 ყოფილ სამხედრო პირს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მათ 1976-1983 წლებში, არგენტინის სამოქალაქო ომის პერიოდში, 789 ადამიანის მკვლელობა, ასევე ხალხის გატაცება და წამება ედებათ ბრალად.
ყოფილი სამხედრო პირებიდან 29-ს სამუდამო პატიმრობა, 19-ს კი 8-დან 25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.
ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და უმსხვილეს საკონცენტრაციო ბანაკად გადაკეთებულ სამხედრო-საზღვაო ძალების სკოლაში ჩადენილი დანაშაულებს მოიცავს. ამ ბანაკში ხუან ალემანის დიქტატურის პერიოდში, 4 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.