არგენტინამ ტონგა დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს სარაგბო ჩემპიონატზე მორიგი მატჩი გამართეს არგენტინისა და ტონგას ნაკრებებმა. ფავორიტის სტატუსით მატჩის წინ სამხრეთამერიკელები სარგებლობდნენ და პროგნოზები მთლიანად გამართლდა: უკვე პირველი ტაიმის 26-ე წუთისთვის მათ ოთხი ლელო და ბონუს ქულა გაინაღდეს, ტონგამ კი მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მატჩში პირველი ქულების მოპოვება.
ტაიმი 28-7 დასრულდა არგენტინელთა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში ტონგამ გაიბრძოლა და კიდევ ერთი ლელო დაუდო არგენტინას, თუმცა მეტის გაკეთება ვერ შეძლო და სამხრეთამერიკელებმა 28-12 მოიგეს.
საბოლოოდ, „პუმებმა“ ექვსი ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის ლიდერ ინგლისს ოთხი ქულით ჩამორჩებიან. მესამე ადგილზე, ოთხი ქულით, საფრანგეთია, რომელიც თავის მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება ტონგას, ეს ნაკრები ორი წაგებით ბოლო ადგილს იკავებს.