წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და სასულიერო პირები მივიდნენ.
როგორც პირველი არხის კორესპოდენტი წიკლანიდან იუწყება, კახაბერ ქემოკლიძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სასულიერო პირებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის სახლში შევიდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი შესაძლოა, დღეს გადმოასვენონ.