არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს
არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და სამოქმედო გეგმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს.

არჩილ თალაკვაძე მეათე მოწვევის პარლამენტს ანგარიშსა და გეგმას პირველად წარუდგენს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ანგარიშსა და გეგმას, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ისმენს. საგაზაფხულო სესია 2 თებერვალს გაიხსნება და პლენარული სხდომების კვირა 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

პარლამენტის თავმჯდომარის რანგში არჩილ თალაკვაძემ პირველი ანგარიში და გეგმა მეცხრე მოწვევის პარლამენტს გასულ წელს, 18 თებერვალს წარუდგინა. მის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.