არჩილ თალაკვაძემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, იოს დაუმასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს.
მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა შეაფასეს. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ქვეყნებს შორის გააქტიურებულია როგორც პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოდან შემომავალი ტურისტების რაოდენობა.
არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი პერსონალური წვლილისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო საქართველოს უწევს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.