არჩილ თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტს წლიური ანგარიში და სამოქმედო გეგმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარუდგინოს
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და სამოქმედო გეგმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი ანგარიშს და გეგმას როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ისმენს.
არჩილ თალაკვაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტს პირველი ანგარიში და გეგმა გასულ წელს, 18 თებერვალს წარუდგინა. მის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.