არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, მოამზადონ ინიციატივა, რომელიც პარლამენტს კანონპროექტების ელექტრონულად განხილვისა და კენჭისყრის შესაძლებლობას მისცემს
არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, მოამზადონ ინიციატივა, რომელიც პარლამენტს კანონპროექტების ელექტრონულად განხილვისა და კენჭისყრის შესაძლებლობას მისცემს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს დაავალა, მოამზადონ ინიციატივა, რომელიც პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა გადაწყვეტილების მისაღებად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დროულად უნდა მოხდეს ამ საკითხზე მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული წესით მოხდეს ინიციატივის განხილვა.

„ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი და ჩვენ ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში პარლამენტისთვის ელექტრონული პროცედურის განხილვისა და კენჭისყრის ელექტრონული შესაძლებლობის შემოტანა. დღეს მინდა, ისევ დავუბრუნდე ამ საკითხს, მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა გადაწყვეტილების მისაღებად. ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს. მინდა, მივმართო იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს, რომ იმსჯელოს ამ ინიციატივის გარშემო ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე და დროულად მოვამზადოთ, დაჩქარებული წესითაც თუ საჭიროა განვიხილოთ ეს ინიციატივა“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.