არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია
არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია.

„ადვილი მისახვედრია, რომ სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს და ასევე გულისხმობდა დავით ბაქრაძეს, რომელიც ამ კამპანიაში, ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილის სახით გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, ის მონაწილეა იმ შავი პიარის, იმ არაევროპული ყაიდის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არის გაჩაღებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს ნეიტრალურ სივრცეში. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.