არჩილ თალაკვაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შიდა ქართლში, სოფელ ქვემო ჭალაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა.

არჩილ თალაკვაძემ გახელაძის ოჯახის წევრები გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ ზაზა გახელაძის ოჯახს პარლამენტის სახელით სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქის გასათავისუფლებლად. თავის მხრივ, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ხელისუფლების ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ზაზა გახელაძე მალე გათავისუფლდება.