არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უზენაეს სასამართლოში უზრუნველყოფილი იყოს ისეთი მოსამართლეების განწესება, რომლებიც აამაღლებენ სასამართლოს დამოუკიდებლობას
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი მივიღოთ ისეთი სახით, რომ უზრუნველყოს გამჭირვალე პროცესი და უზენაეს სასამართლოში ისეთი მოსამართლეების განწესება, რომლებიც აამაღლებენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და მისი თავისუფლების ხარისხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უკვე სრულდება მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელიც სრულ თანხმობაშია საზოგადოების მოთხოვნებთან უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით.
„ეს კანონი, რა თქმა უნდა, იქნება პარლამენტში ინიცირებული. ჩვენ განვიხილავთ მას პროცედურის სრული დაცვით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი მივიღოთ ისეთი სახით, რომ უზრუნველყოს გამჭირვალე პროცესი და საბოლოო ჯამში სასამართლოში ისეთი მოსამართლეების განწესება, რომლებიც კიდევ უფრო აამაღლებენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლების ხარისხს. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაც არის, რომ ამ პროექტის წარდგენა და განხილვა მოხდეს საპარლამენტო ფორმატებში და საბოლოოდ დავამტკიცოთ კანონპროექტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.