არჩილ თალაკვაძე - ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს 2/3-ით, თუ 100-ზე ოდნავ მეტი ხმით, სჭირდება სხვადასხვა პარლამენტი, შესაბამისად, ეს აცდენილია 2020 წლის არჩევნების ნიშნულს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება სჭირდება გერმანულ მოდელსაც.
მისივე თქმით, ამ მოდელმაც უნდა გაიაროს გზა, რაც არის გაწერილი კონსტიტუციასა და კანონდებლობაში, უნდა მოხდეს ინიცირება, შემდეგ საჯარო განხილვები.
რაც შეეხება გუშინდელ კენჭისყრაზე კანონპროექტისთვის მიცემულ 100 ხმას, როგორც თალაკვაძე განმარტავს, საკონსტიტუციო ინიციატივის მიღებას ერთი პარლამენტის ფარგლებში სჭირდება დეპუტატთა 3/4-ის მხარდაჭერა.
„შესაბამისად, ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს 2/3-ით თუ 100-ზე ოდნავ მეტი ხმით, სჭირდება ორი სხვადასხვა პარლამენტი, შესაბამისად, ეს აცდენილია 2020 წლის არჩევნების ნიშნულს“, – განაცხადა თალაკვაძემ.