არჩილ თალაკვაძე - ყველა პოლიტიკოსი ვალდებული ვართ, პასუხისმგებლობის ტვირთით ვიცხოვროთ
ყველა პოლიტიკოსი ვალდებული ვართ, პასუხისმგებლობის ტვირთით ვიცხოვროთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არაფრად ღირს დეპუტატია მანდატი, თუნდაც ქართული საზოგადოების გაღიზიანების სანაცვლოდ. მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას, ამის გამო მოვუხადე მას ბოდიში. ამავდროულად, როგორც ადამიანი და როგორც კაცი, ვფიქრობ, არ იქნება სწორი, რომ პარლამენტის თავჯდომარე გადადგეს და მასპინძელი პირი ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს თანამდებობაზე. ეს არ იქნება სწორი საქციელი. მე თანამდებობა არ მაქვს პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, არის დეპუტატის მანდატი, ამიტომაც დღეს ვაცხადებ, რომ მზად ვარ, დავტოვო ჩემი მანდატი. მზად ვიყავი, ირაკლი კობახიძეც რომ არ გადამდგარიყო, წავსულიყავი მარტო. ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინც გააკეთა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, ვინც გამოიწვია აგრესია პოლიციაზე. მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას ოპოზიციის მაგივრად. საკმარისზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებ. მათ გააკეთეს პარლამენტში შეჭრის განცხადებები და ამაზეც ზაქარია ქუცნაშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა?“, – განაცხადა თალაკვაძემ.