არჩილ თალაკვაძე - ყველა დონეზე, მათ შორის საპარლამენტო კუთხით, განვაგრძობთ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობას და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას
არჩილ თალაკვაძე - ყველა დონეზე, მათ შორის საპარლამენტო კუთხით, განვაგრძობთ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობას და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას

ძალიან პოზიტიურად ჩაიარა აზერბაიჯანში ჩვენი ვიზიტის პირველმა დღემ, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მათ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს ის მხარდაჭერა, რაც ტრადიციულად ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა, მტკიცე პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და ორივე ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.

„ჩვენ ყველა დონეზე, მათ შორის საპარლამენტო დონეზე განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას აზერბაიჯანთან და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას. ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენი დელეგაცია ჩამოვიდა ბატონი ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამით ჩვენ აზერბაიჯანელ ხალხს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ბატონმა ჰეიდარ ალიევმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობაში, იმ გეოპოლიტიკური ფუნქციების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დღემდე ჩვენი ქვეყნებისთვის გახლავთ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.