არჩილ თალაკვაძე - ყოველთვის ვამბობდით, როგორც კი სააკაშვილი ფეხს შემოდგამს საქართველოს ტერიტორიაზე, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და ასეც მოხდა
მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს უმძიმეს დანაშაულებში აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მისჯილი აქვს სასჯელი.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, როგორც კი ჩამოვა საქართველოში და ფეხს შემოდგამს საქართველოს ტერიტორიაზე, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. ასეც მოხდა, ის წარდგა მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.