არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, სომხეთის მხარდაჭერა და სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, სომხეთის მხარდაჭერა და სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, შეხვედრაზე მსჯელობის საგანი იყო პოლიტიკური თანამშრომლობის მთავარი საკითხები.

„ვფიქრობ, რომ სომხეთის მხარდაჭერა და სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანეთს დავუდასტურეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა. ჩვენს ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის ძალიან აქტიური ურთიერთობებია, მათ შორის იზრდება ტურიზმი, ეკონომიკური აქტივობა“, – აღნიშნა სპიკერმა.

ამასთან, თალაკვაძის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებითაც.

„ვისაუბრეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კოორდინაციასა და ერთობლივ ნაბიჯებზე, რაც გადაიდგა. პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ამ თანამშრომლობის დონისა და ინტენსივობის გამო. ვფიქრობ, რომ პრობლემები, რომელიც არის რეგიონშია, საჭიროებს ნამდვილად კარგ პოლიტიკურ კოორდინაციას და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს“, – დასძინა თალაკვაძემ.