არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, ახალი ელჩის ჩამოსვლით აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან, კელი დეგნანთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მოლოდინი აქვს.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
„მივესალმებით შეერთებული შტატების ახალი ელჩის ჩამობრძანებას საქართველოში, ჩვენ მოველით მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ის არის გამოცდილი დიპლომატი, იცნობს რეგიონს და ასევე როგორც კონგრესში განხილვის დროს გამოჩნდა, ის პატივს სცემს საქართველოს. ვფიქრობ, ახალი ელჩის ჩამოსვლით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერი გახდება. მისი შეფასებები, ამერიკის მთვრობის შეფასებებია და არავისთვის ახალი არ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს და მის მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის პოზიტიური მოლოდინები და რწმენა, რომ გავაგრძელებთ პროგრესს, რაც აუცილებლად ასეც იქნება“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა.