არჩილ თალაკვაძე - ვახტანგ გომელაურის გადაყენების მოთხოვნა დესტრუქციულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, დესტრუქციული ნაბიჯია.
როგორც გომელაური აცხადებს, აღნიშნული საკითხი მთავრობაში არ განიხილება.
„ვახტანგ გომელაური არის ძლიერი, პროფესიონალი მინისტრი და როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან ეფექტური საქმიანობა, როდესაც ქვეყანას, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება უსაფრთხოება და ახლოვდება არჩევნები, მისი გადადგომის მოთხოვნები დესტრქციულია. ვფიქრობ, ეს საკითხი საფუძველს მოკლებულია და არც კი განიხილება. რაც განიხილება ეს არის, რომ მასთან ერთად ჩვენმა გუნდმა გააგრძელოს შსს-ს რეფორები“, – განაცხადა თალაკვაძემ.