არჩილ თალაკვაძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
არჩილ თალაკვაძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალი პრეზიდენტის თაოსნობით, ევროკომისია კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას.

„ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს ვულოცავ გამორჩეულად საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობაზე – ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას. ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი და მხარდამჭერია. გვწამს, რომ ახალი პრეზიდენტის თაოსნობით, ევროკომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას. წარმატებებს ვუსურვებ ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ უმნიშვნელოვანესი ევროპული ინსტიტუციის ხელმძღვანელობასა და მსოფლიო კეთილდღეობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევისთვის საქმიანობაში.

ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი გუშინ აირჩიეს. ჟან-კლოდ იუნკერს ის პირველი ნოემბრიდან შეცვლის.