არჩილ თალაკვაძე - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება როგორც ეკლესიებს, ასევე ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება როგორც ეკლესიებს, ასევე ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბარში „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ქართული მხარე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელიც პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული და უკრაინელი ხალხის ინტერესებს მოემსახურება.
„რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, ამ თემაზე ეკლესიას კომუნიკაცია ეკლესიასთან ექნება, ხოლო ხელისუფლებას კავშირი ხელისუფლებასთან აქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ნუ დაელოდება.