არჩილ თალაკვაძე - უკრაინელ ხალხს ვულოცავ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს.
„უკრაინელ ხალხს ვულოცავ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები არის ფუნდამენტი უკრაინის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა.