არჩილ თალაკვაძე - უკრაინამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ბოროტებას, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ ურყევი მხარდაჭერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, უკრაინა მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.
„კიდევ ერთი მძიმე დღე. უკრაინა საკუთარი უშიშარი თავდაცვით იბრძვის დამპყრობლების წინააღმდეგ ღირსების, თავისუფლებისა და მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. უკრაინამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ბოროტებას. საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ ურყევი მხარდაჭერა. უკრაინა იყავი ძლიერი, გულით და გონებით თქვენთან ვართ“, – წერს თალაკვაძე „ტვიტერზე“.