არჩილ თალაკვაძე - უკიდურესად დამწუხრებული ვარ უკრაინაში მომხდარის გამო, ჩემი ღრმა სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს, გამაგრდი, უკრაინა
არჩილ თალაკვაძე - უკიდურესად დამწუხრებული ვარ უკრაინაში მომხდარის გამო, ჩემი ღრმა სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს, გამაგრდი, უკრაინა

„ქართული ოცნების“ წევრი, საქართველო-უკრაინის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში, ბროვარში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

თალაკვაძე გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარში ვერტმფრენის გამანადგურებელი კატასტროფის გამო, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვების. ჩემი ღრმა სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. გამაგრდი, უკრაინა“, – წერს თალაკვაძე „ტვიტერში“.

უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.