არჩილ თალაკვაძე - თითოეული ჯარისკაცის ისტორია და ბედი, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის მაგალითი, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და თავდადება
თითოეული ისტორია და თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება არის მაგალითი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მომავალში ომი აღარასოდეს განმეორდეს.
„პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების საფლავებს. ასევე ვანუგეშეთ მათი ოჯახები. თითოეული ისტორია და თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის მაგალითი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ომი აღარასოდეს აღარ განმეორდეს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. ეს იყო ამ ადამიანების ოცნება. ეს იყო ის იდეალი, რასაც ისინი შეეწირნენ. მათი შვილები და ოჯახები მშვიდობას და უსაფრთხოებას იმსახურებენ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს თავისი უკეთესი მომავალი ააშენოს. ამ ომში ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.