არჩილ თალაკვაძე - ტექსტი თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების, ოპოზიციის ნაწილი უხეშად არღვევს შეთანხმებას და დეტალებზე საუბრობს
არჩილ თალაკვაძე - ტექსტი თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების, ოპოზიციის ნაწილი უხეშად არღვევს შეთანხმებას და დეტალებზე საუბრობს

ტექსტი უკვე თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, პროცესი წინ მიდის და ჩნდება მეტი შესაძლებლობა შეთანხმებისთვის. ტექსტიც, რომლის დეტალებზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ, თუმცა ოპოზიციის ნაწილი უხეშად არღვევს ამ შეთანხმებას და საუბრობს, ტელეთათბირებიც კი ვნახეთ ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ წესების დაცვას, წესების დაცვით ვაწარმოებთ ამ დიალოგს. ტექსტიც უკვე თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.