არჩილ თალაკვაძე - თეა წულუკიანმა კარგად იცის, რა საქმეს აკეთებს და რა არის იდეალები, რომელსაც მმართველი გუნდი ემსახურება
თეა წულუკიანმა კარგად იცის, თუ რა საქმეს აკეთებს და რა არის ის იდეალები, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ჩვენი მმართველი გუნდი ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გუშინდელ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის კითხვები იყო იაფფასიანი ხრიკი.
„ოპოზიციას სურს, რომ ინტრიგები დათესონ უმრავლესობისა და მმართველი გუნდის წევრებს შორის. ამას ვერ მიაღწევენ, რადგან მათ თუ აქვთ ასეთი ხრიკების გარკვეული გამოცდილება, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ხალხი, ვინც ამ ხრიკებს იყენებს არჩევნებში დავამარცხოთ ხოლმე და ეს არაერთხელ გავაკეთეთ. ასეთი იაფფასიანი განცხადებებით ჩვენი გუნდის შიგნით რაიმე შუღლის და უკმაყოფილების შეტანა არ გამოუვათ. თეა წულუკიანმა იცის ის, რომ მასაც აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარების პროცესზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე. იცის ის, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვას საერთაშორისო სასამართლოებში და იცის ის, რომ ქვეყანაში ასევე საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობაზე, როგორც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელი პასუხისმგებელია. წულუკიანმა ძალიან კარგად იცის, თუ რა საქმეს აკეთებს და რა არის ის იდეალები, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ჩვენი მმართველი გუნდი ემსახურება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტში თეა წულუკიანს გუშინ მოუსმინეს. გუშინდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში 21:00 საათამდე გაგრძელდა. თეა წულუკიანს გუშინ კითხვით 40-მა დეპუტატმა მიმართა. პარლამენტში მინისტრის მოსმენა დღესაც გაგრძელდება.